ბექ ოფისის ოპერატორი ზუგდიდში

გამოქვეყნებულია ნოემბერი 01, 2022 / ძალაშია დეკემბერი 01, 2022

ძირითადი მოვალეობები: 

·         იღებს სერვისცენტრში შემოსულ საფოსტო გზავნილებს საფოსტო გზავნილების დამუშავების ცენტრიდან;

·         ამოწმებს გზავნილებს რეესტრების მიხედვით და აღრიცხავს შესაბამისი წესის დაცვით; 

·         ახარისხებს გზავნილებს და არსებული წესის დაცვით ამზადებს კურიერისათვის გადასაცემად;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·         უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

·         ქართული ენის  ცოდნა;

·         სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

·         MS პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები: 

·         მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება, მონაცემების სწრაფად შეყვანის უნარი;

·         ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალფუნქციური დავალებების შესრულების უნარი;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა;

·         მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               გასაუბრება ;

-              მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  01.12.2022