განცხადება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე

საბაჟო ფორმალობების განხორციელების პროცესში გზავნილზე დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მოაწეროს ხელი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად გამოაგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე services@gpost.ge ან წარმოადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.

 

შენიშვნა: იურიდიული პირის გზავნილზე განაცხადს ავსებს კომპანიის დირექტორი ან მინდობილი პირი, რა შემთხვევაშიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ან შესაბამისი წესით გაცემული მინდობილობა.

 

თუ გზავნილის ადრესატი არარეზიდენტი პირია, აღნიშნულ განაცხადში პირადი ნომრის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო კოდი.