გზავნილის არქივიდან გამოთხოვა

შპს „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებელს დადგენილის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება აქვს გამოითხოვოს გზავნილი არქივიდან, გზავნილის გამოთხოვის უფლება აქვს: გზავნილის გამგზავნს, ადრესატს, გამგზავნის/ადრესატის კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე, ასევე გზავნილის წარმომდგენს (პირი, რომელმაც გზავნილი გასაგზავნად წარმოადგინა „საქართველოს ფოსტაში“).

 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.