ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისთვის ვადაზე ადრე დაბრუნება

გზავნილი, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს სხვადასხვა მიზეზის გამო, გარკვეული ვადით ინახება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტში. შენახვის ვადის ამოწურვამდე, თუ ადრესატი არ გამოცხადდა სერვისცენტრში გზავნილის მისაღებად, გზავნილი უბრუნდება გამგზავნს. გამგზავნს უფლება აქვს შენახვის ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს გზავნილის უკან დაბრუნება, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.