საფოსტო გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა

შპს „საქართველოს ფოსტა“ გზავნილის გამგზავნს/ადრესატს საშუალებას აძლევს, დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ გაახანგძლივოს გზავნილის შენახვის ვადა, არაუმეტეს გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტაში“ მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადით.

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.

 

სერვისის ღირებულება:

  • ვადის გაზრდა 15 დღის - 2 ლარი;
  • ვადის გაზრდა 30 დღით - 3 ლარი;