გზავნილის გადამისამართება

 

შპს „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მოახდინოს გზავნილის გადამისამართება, კერძოდ: შეცვალოს მისამართი ან შეიტანოს ცვლილება ადრესატის სახელში, გვარში/სახელწოდებაში.

 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: services@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.

ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს გზავნილზე მისამართის ცვლილება დისტანციურად, ვებ გვერდიდან www.gpost.ge ციფრული სერვისების საშუალებით, რისთვისაც  მან უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.