გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი

გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი

საქართველოს ფოსტა, გზავნილის გაგზავნის ღირებულების ფარგლებში (დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე), საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შემდეგი სახის გზავნილების მისამართზე მიტანას, მისი ჩაბარების მიზნით:

Ø  ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო ბარათი და 500 გრ-მდე წონის წერილი;

Ø  საერთაშორისო EMS გზავნილი;

შენიშვნა: საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს ფოსტა გზავნილების ჩაბარებას ახორციელებს მისამართზე ვიზიტის ერთჯერადად განხორციელების გზით. თუ ვიზიტისას კურიერს არავინ დახვდება მისამართზე, ის დატოვებს შეტყობინებას და ამ ფორმით აცნობებს მომხმარებელს მის სახელზე გზავნილის არსებობის შესახებ. 

დამატებითი საფასურის გადახდი სანაცვლოდსაქართველოს ფოსტ“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს დამატებითი სერვისით გზავნილის მისამართზე ჩაბარება და მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ წონისა და სახეობის გზავნილის მისამართზე ჩაბარება, რომელსაც არ ეკუთვნის საფასურის გარეშე მისამართზე მიტანა (იხ. ზემოთ).

შენიშვნა: დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ვრცელდება იმ გზავნილზეც, რომელიც ვერ ჩაბარდა კურიერის მიერ მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების დროს.

 

დამატებითი სერვისი გზავნილის მისამართზე ჩაბარება არ ვრცელდება მარტივი კატეგორიის გზავნილზე, რომელიც არ რეგისტრირდება  „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო პროგრამაში;

 

დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

•  ადგილობრივი გზავნილების შემთხვევაში- გამგზავნს ან ადრესატს;

•  საერთაშორისო გზავნილების შემთხვევაში - ადრესატს.

დამატებითი სერვისის შეკვეთა შესაძლებელია:

Ø  შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში;

Ø  ტელეფონის ნომერზე +995 32 224 09 09;

Ø  მეილის მეშვეობითservices@gpost.ge;

Ø  დისტანციურად - ვებ გვერდზე www.gpost.ge არსებული ციფრული სერვისების საშუალებით;

 

შენიშვნა: 

Ø  შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია  მხოლოდ იმ გზავნილებზე, რომელთა წონა არ აღემატება 20კგ-.

Ø  შეკვეთის გაფორმების შემდგომ, გზავნილის სერვიცენტრი შენახვის ვადა განისაზღვრება 10 დღით, რომლის ამოწურვის შემდგომაც გზავნილი დაუბრუნდება გამგზავნს ან დაარქივდება.

დამატებითი სერვისის შეკვეთის შესრულების ვადები:

პირობით სტანდარტული:

v შეკვეთის მიღების დღიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღე - ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.

v შეკვეთის მიღების დღიდან 3(სამი) სამუშაო დღე - სხვადსხვა ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.

v შეკვეთის მიღების დღიდან 5(ხუთი) სამუშაო დღე - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

პირობით  სასწრაფო:

v 12:00 საათამდე  შეკვეთის მიღების შემთხვევაში - იმავე სამუშაო დღეს.

v 12:00 საათის შემდეგ შეკვეთის მიღების  შემთხვევაში - მეორე სამუშაო დღის 12:00 საათამდე.

 

შენიშვნა: სერვისი პირობით სასწრაფო ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.