სერვისი „სახლიდან სახლში“

შპს “საქართველოს ფოსტა” მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივი გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად, გზავნილის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე ჩაბარების პირობით. 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა განაცხადის შევსების წესის მიხედვით და ხელმოწერილი გამოგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: services@gpost.ge ან დაუკავშირდეს შპს „საქართველოს ფოსტას“ ტელეფონის ნომერზე +(995 32) 2 24 09 09 ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.