სიახლეები

„საქართველოს ფოსტის“ თანმშრომლები სისხლის დონაციის აქციას შეუერთდნენ

29 აგვისტო

 

27 აგვისტოსსაქართველოს ფოსტის“ თანამრომლები  სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები  რამოდენიმე წელია, აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში. ფოსტის თანამშრომლებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გასცეს სისხლი და თანადგომა გამოხტეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა მოხდება.

აღნიშნული აქცია თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მხარდაჭერით განხორციელდა. "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.