სიახლეები

„საქართველოს ფოსტას“ და „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5 აგვისტო

საქართველოს ფოსტისინიციატივითა დააჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისმხარდაჭერით, მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი  აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, საქართველოს ფოსტისრიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები.

საქართველოს ფოსტასაქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტამთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს. „საქართველოს ფოსტისმიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით