კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კურიერის ვაკანსიას დმანისის სერვისცენტრში

გამოქვეყნებულია: 10 იანვარი 2022  /  ძალაშია: 6 თებერვალი 2022

ანაზღაურება - 600 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·         საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·         ქართული ენის  ცოდნა;

·         მართვის მოწმობა B კატეგორია; კანდიდატს უნდა შეეძლოს მექანიკის სატრანსპორტო საშუალების მართვა

 

 

უნარ–ჩვევები:

 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს:

 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - დმანისის კურიერი.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  06.02.2022