სიახლეები

საქართველოს ფოსტა 11 ნოემბერს დასაქმების ფორუმს გამართავს

7 ნოემბერი

11 ნოემბერი, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოსტის სათავო ოფისში (სადგურის მოედანი #2), დასაქმების ფორუმი გაიმართება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა პირისპირ შეხვდეს დამსაქმებელს, გაიაროს გასაუბრება და დასაქმდეს საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე.

კურიერის პოზიციაზე  დასაქმებული პირის ანაზღაურება შეადგენს 500 / 750 ლარს, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული კადრის ძირითადი სამუშაო მოვალეობები გახლავთ: საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის და სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.