სიახლეები

PostEurop-ის 2017 წლის პლენარული სხდომები

27 სექტემბერი

ქალაქ ბუქარესტში, 28-29 სექტემბერს  PostEurop-ის  2017 წლის  პლენარული სხდომები გაიმართება, სადაც ევროპის  წამყვან საფოსტო ოპერატორებთან ერთად  საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილ სხდომებზე  კავშირის  წევრი ოპერატორები წლის მნიშვნელოვან საკითხებსა და სამუშაო სტრატეგიებს განიხილავენ. პლენუმის დასკვნით ნაწილში  კი მონაწილეები ბიზნეს ფორუმს დაესწრებიან, რომელიც საფოსტო სფეროში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული გამოცდილების გაზიარებსა  და სიახლეების გაცნობას  დაეთმობა.

მნიშვნელოვანია, რომ PostEurop-ის მომდევნო, რიგით 34- პლენარულ სხდომას 2018 წლის შემოდგომაზე  საქართველო უმასპინძლებს. მომავალ წელს ჩვენს ქვეყანას ღონისძიების ფარგლებში ევროპის საფოსტო კავშირის (PE) 49 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. წელს ბუქარესტში დაგეგმილ პლენუმზე საქართველოს, როგორც მომწვევი ქვეყნის პრეზენტაციას ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გააკეთებს. PE-ს მომდევნო სხდომის საქართველოში ჩატარების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

PostEurop-ის წევრები ევროპის მასშტაბით 2 მილიონზე მეტ დასაქმებულს აერთიანებენ და ისინი დღის განმავლობაში 800 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. წევრებს  შორისაა საქართველოს ფოსტა, რომელიც ევროპის საფოსტო კავშირს 2012 წლიდან შეუერთდა.

PE-ს წევრობა შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის მთავარი საფოსტო ოპერატორი ევროპის საფოსტო ქსელში იყოს ინტეგრირებული და რეგულარულად იზიარებდეს  განვითარებისკენ მიმართულ გამოწვევებს.