სიახლეები

საქართველოს ფოსტის რიგით მეოთხე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

7 მარტი

საქართველოს ფოსტა უკვე მეოთხე  წელია წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას.

 

 მთელი  საქართველოს მასშტაბით, როგორც  საჯარო ასევე  კერძო სკოლების 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ  ჩაერთონ კონკურსში.

კონკურსის მიზანია წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1969 წელს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე. 1971 წლიდან სისტემატურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის ყველა წევრი ქვეყანა. კონკურსში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 192 ქვეყანა. ყოველწლიურად  წერილის თემას განსაზღვრავს მსოფლიო საფოსტო კავშირი. 

 წლევანდელი კონკურსის   თემაა -„წარმოიდგინე, რომ ხარ გაეროს ახალი გენერალური  მდივნის მრჩეველი; პირველ რიგში მსოფლიოში არსებული რომელი პრობლემის დაძლევაში  გაუწევდი მას დახმარებას და რას ურჩევდი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით?“.

 

კონკურსის გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

 

 

 

საკონკურსო პირობები                                                                                                                    

 

წლევანდელი წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა:

"Imagine you are an advisor to the new UN Secretary-General which world issue would you help him tackle first and how would you advise him to solve it?",

„წარმოიდგინე, რომ  ხარ გაეროს ახალი  გენერალური  მდივნის  მრჩეველი;  პირველ  რიგში  მსოფლიოში  არსებული  რომელი  პრობლემის  დაძლევაში  გაუწევდი  მას  დახმარებას  და  რას ურჩევდი  ამ  პრობლემის  გადაჭრასთან  დაკავშირებით?“.

 

ნამუშევარში აუცილებელია  წერილის ფორმის დაცვა.

 

სავალდებულოა:

 

  1. ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით;
  2. მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის ასევე  მიმღების (ადრესატის)

მონაცემები ;

  1. წერილის ბოლოს აუცილებელია გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;
  2. ნამუშევრის ორიგინალი შეიძლება შეიცავდეს ავტორის მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს ;
  3. ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
  4. კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,  გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული.
  5. ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს.

 

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. 

 

კონკურსის სავალდებულო პირობებში მითითებული ნებისმიერი  პირობის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება !

 

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი  ასევე მისი ელექტრონული ვერსია, ელექტრონული ვერსიის გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge

მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება თქვენი კონკურსის  მონაწილედ რეგისტრაცია. (ელექტრონული ვერსიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა  უნდა  წარმოადგინოთ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება  კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა).

 

ნაშრომის  „საქართველოს ფოსტა“-ში   წარდგენის  საბოლოო  ვადაა  2017  წლის  10 აპრილი   18:00 საათი  .    

 

შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ.თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2966009

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge  

 

* აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა ,

“საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2017.

** კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

*** ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი.

**** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

***** საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის საბოლოო თარიღია 10 აპრილი, 18:00 საათი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სერვისცენტრები შეწყვეტენ აპლიკაციების მიღებას.

****** ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს, ყველა ნაშრომი რომელშიც სიტყვათა რაოდენობა გადაამეტებს მითითებულ რაოდენობას  ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

 

ვადის გასვლის შემდეგ  ნაშრომი   არ მიიღება !