User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 8. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 30. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება/ტრანსპორტირების და ჩაბარების ვადები

30.1.   საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის  უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადები:

 

30.1.1.   საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადებია:

Ø  რუსეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;

Ø  თურქეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;

Ø  საბერძნეთი - 6 (ექვსი)კალენდარული დღე;

Ø  იტალია - 7 (შვიდი)კალენდარული დღე;

 

30.2. საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის  საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

30.2.1.  საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის  საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

Ø 3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული  ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი  გზავნილებისთვის;

Ø 5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის.