User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 18. მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება

18.1. დამატებითი სერვისი „მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“-ს  არჩევის უფლება აქვს როგორც გამგზავნს, ისევე ადრესატს, როგორც მარტივი, ასევე რეგისტრირებული ადგილობრივი მცირე პაკეტის გაგზავნის/მიღების შემთხვევაში, აგრეთვე ამავე კატეგორიების  საერთაშორისო შემომავალი მცირე პაკეტების  მიღების შემთხვევაში.

18.2. „მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ისარგებლოს აღნიშნული სერვისით  ადგილობრივი მცირე პაკეტის გაგზავნისას, მომსახურების ღირებულების წინასწარი  გადახდის გზით, ან/და ადრესატის შესაძლებლობას - შეუკვეთოს ეს მომსახურება „საქართველოს ფოსტა“-ს ტელეფონით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა განახორციელოს  მცირე პაკეტის მითითებულ მისამართზე მიღების დროს.

18.3. კურიერის მიერ მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება პირობით „სტანდარტული“  ხორციელდება „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მცირე პაკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ შეკვეთის შედეგად განხორციელდება ადრესატის პირველადი მისამართის ცვლილება, ასეთი შეკვეთის განხორციელებიდან 2(ორი) სამუშაო დღისა.

18.4. კურიერის მიერ მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება პირობით „სასწრაფო“  ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს.

18.5. მცირე პაკეტის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება ამ დოკუმენტის 13.1. პუნქტით განსაზღვრული წესით. ადრესატი, რომელიც შეუკვეთავს დამატებით მომსახურებას - „მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“, მაგრამ ვერ მიიღებს ასეთ მომსახურებას „საქართველოს ფოსტა“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (არ დახვდა მისამართზე, არასწორად მიუთითა მისამართი და ა.შ.), ვალდებული იქნება მცირე პაკეტის სერვისცენტრიდან გატანამდე გადაიხადოს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების საფასური.

 

18.6.„საქართველოს ფოსტა“ არ ახორციელებს მცირე პაკეტის ადრესატის  მისამართზე ჩაბარების სერვისს, თუ სერვისცენტრში მცირე პაკეტი მიღებულია დაზიანებით, ის გახსნილია შემოსავლების სამსახურის მიერ, ან მცირე პაკეტის შიგთავსი  ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას.