სიახლეები

საქართველოს ფოსტის განცხადება

2 დეკემბერი 2016

საქართველოს ფოსტა ბოდიშს უხდის მომხმარებელს, კომპანიაში არსებული საერთაშორისო გზავნილების მიწოდებაზე შექმნილი შეფერხების გამო. შეფერხება გამოწვეულია ფორს-მაჟორული სიტუაციით. კერძოდ,  2016 წლის 23 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია "Lufthansa"-ში პილოტების გაფიცვით. რის შედეგადაც გაუქმდა 1000-მდე რეისი. ამ გარემოებიდან გამომდინარე ფრანკფურტის აეროპორტში მოხდა დიდი რაოდენობით გზავნილების დაგროვება და ვერ განხორციელდა მათი დროული მიწოდება დანიშნულების ქვეყნებში.

საქართველოს ფოსტა იმედოვნებს, რომ პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება და გზავნილების მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.