სიახლეები

საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციამ გასული 4 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

24 ოქტომბერი 2016

სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილის“-ში საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, დირექტორის მოადგილე გრიგოლ მატუაშვილი და კომპანიის დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები თანამშრომლების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ, ისაუბრეს გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდა ადმინისტრაციის, თბილისის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 1.200 თანამშრომელი.