სიახლეები

საქართველოს ფოსტა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

1 აპრილი

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებსსაქართველოს ფოსტისკურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.

არასრულწლოვნებს ასევე მიეწოდებათ საქართველოში დამზადებული პირბადეები.

ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა დასაქართველოს ფოსტისთანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.