სიახლეები

17 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოსტა ახალ სერვისცენტრს გახსნის

16 ოქტომბერი

   17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოსტა თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომ ახალ სერვისცენტრს გახსნის, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.  გურჯაანში დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთ რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრებიან.

   მსგავსი კონსტრუქციის უნივერსალური საფოსტო მომსახურების პირველი ცალკე მდგომი შენობა ამა წლის გაზაფხულზე თიანეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა.  2017 წლის ბოლომდე საქართველოს ფოსტა სამი ერვის ცენტრის განახლებას გეგმავს.

   დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან, 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე,  კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს