სიახლეები

თიანეთის რაიონში საქართველოს ფოსტის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

15 მაისი

 

სერვის ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, თიანეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი და პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე.
მაღალმთიანი რეგიონებიდან თიანეთი საფოსტო პროდუქტების მოხმარების ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი სერვის ცენტრი საქართველოს ფოსტას საშუალებას მისცემს თიანეთის მოსახლეობას მიაწოდოს ანალოგიური ხარისხის მომსახურება, როგორითაც დედაქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.
თიანეთის რაიონში სერვის ცენტრი, რებრენდინგის შემდეგ, რიგით 25-ე ახალი ვიზუალით გარემონტებული და ახალი კონსტრუქციის პირველი სტანდარტული შენობა გახლავთ.
შენობები მომხმარებლის მოთხოვნების სტანდარტების დაკმაყოფილებაზეა მორგებული და მისი ავტომატიზირება ყველა თანამედროვე საფოსტო პროდუქტის მომსახურებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა შენობის კონსტრუქცია საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.
მსგავსი კონსტრუქციის ახალი შენობების მშენებლობა ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში დაწყებულია და მიმდინარე წელს დასრულდება.