სიახლეები

ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები

4 მარტი

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი 4-5 მარტს სასტუმრო “გუდაური მარკო პოლოში” მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას.

 

კონფერენციის ჩატარების იდეა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დაიბადა და გაზიარებულ იქნა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების მიერ. პირველი ამ იდეას საქართველოს ფოსტა გამოეხმაურა, შემდგომში მას ორი უმსხვილესი ბანკი: “თი ბი სი ბანკი” და “პროკრედიტ ბანკი” და ნავთობპროდუქტების კომპანია “რომეპტროლ საქართველოც” შეურთდნენ. კონფერნციის მომზადებისათვის განსაკუთრებული შრომა გასწიეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა.

 

კონფერენციის მიზანია შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა. კონფერენციის შედეგების შეჯამებასთან ერთად ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცდებიან დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ხელი შეუწყონ შრომის სამართლის სფეროში ახალი და ინოვაციური პროგრამების დანერგვას.

 

კონფერენციაზე მოხსნებებით წარდგებიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები, მოსამართლეები და პარლამენტის წევრები.

 

 

კონფერენციის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ:

 

საერთაშორისო ორგანიზაციები: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

 

მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს ფოსტა და თი ბი სი ბანკი;

 

მხარდამჭერები: პროკრედიტბანკი და რომპეტროლ საქართველო;