კენია

 

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  •   საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური  ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  •   M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ. 

მაქსიმალური ზომა:1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,

რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  ამანათის  გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
 
 
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 31,5 კგ
მაქსიმალური ზომა: 1.05.X1.05.X1.05. (ან 2.სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა ინდექსებისა: 60500, 60700
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 3
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება კენიის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
იაპონური წარმოების საპარსი ფუნჯები; სპირტიანი სასმელები (ჯინის, ღვიის არყის, შნაპსის და ლიქიორის გარდა), თუ ისინი დადუღებულნი არიან  არა უმეტეს სამი წლისა; შედედებული რძე, არა უმეტეს 9% ცხიმის შემადგენლობით, ცოცხალი ცხოველები, ფუტკრის, წურბელების, აბრეშუმის ჭიის, მწერების გამოკლებით; ასანთი; ყალბი ფული; რადიოაქტიური ნივთიერებები; სათამაშო პისტოლეტები; მანათობელი ციფერბლატები; დაუმუშავებელი ცელულოიდი; ნარკოტიკები; ყალბი მარკები; იარაღი და საბრძოლო მასალები; ხრწნადი ბიოლოგიური ნივთიერებები; გერბები; ლატარიის ბილეთები; უხამსი ხასიათის საგნები; სამხრეთ აფრიკაში, პორტუგალიაში და სომალიში გამოშვებული საქონელი; ნახმარი ტანსაცმელი; ნიშანსაღები მანქანის ყალბი ანაბეჭდები; ჭუჭყიანი პროდუქტები მოსახლეობის მოხმარებისათვის; ყალბი მონეტები, საბანკო ბილეთები, ვალუტა, სამგზავრო ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები.


შესატანად პირობითად  დაშვებული საგნები:

სამოქალაქო ან სამხედრო ფორმა და ნებისმიერი ტანსაცმელი, რომელიც, საბაჟო სამსახურის მუშაკის თვალსაზრისით, წააგავს სახელმწიფო მოსამსახურის ფორმას - კენიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; ოპიუმი, მორფი, კოკაინი, გაგზავნილი სამეცნიერო და სამედიცინო მიზნით - სამედიცინო სამსახურის დირექტორის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; მატყლის ლოგინი (ქვეშაგები) და სხვა ანალოგიური საგნები - დეზინფექციის მოწმობის არსებობის შემთხვევაში; პარაზიტები, მავნებლების გამანადგურებელი ნივთიერებები სპეციალური შეფუთვით - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლით;  ხრწნადი ბიოლოგიური ნივთიერებები - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით; ლითონის ზოდები, მონეტები რომელთა ღირებულება არ აღემატება 100 შილინგს; საბანკო ბილეთები გადაიგზავნება ფასგამოცხადებული წერილებით; მცენარეები, თესლი, ხილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ფილმები - შეიძლება გადაიგზავნოს მხოლოდ ლითონის ყუთებით, აღნიშვნით "ფილმი"; ძვირფასი ლითონები, პუბლიკაციები სექსუალურ თემაზე - საბაჟო კომისარიატის ნებართვის არსებობის შემთხვევაში; მარკირების მანქანები - ფოსტის გენერალური დირექტორის წერილობითი ნებართვის ასებობისას; ხაფანგები ნადირისათვის - ნადირობის სამსახურის ნებართვის არსებობისას; საგნები სკაუტების სიმბოლოებით - სკაუტების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით.