ბრუნეი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 10 000 ლარი
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 1
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა ინდექსებისა: TD1941,TF, TG, TH/PC3351,BD3117,BD3317,BD3517,BD3717,BD3917,BD4117,BD4317,BD4517,BK,BL,BM,BN,BP,BR,BU1529,KA3331,KA3531,KE,KF,KG,KH, ადგილმდებარეობა: TUTONG / TEMBURONG, BRUNEI MUARA,KUALA BELAIT
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 1
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ბრუნეის ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები და ანალოგიური დოკუმენტები (მათი აღმოჩენის შემთხვევაში ისინი ექვემდებარებიან განადგურებას ბრუნეი-დარუსალამის საფოსტო სამსახურში); ალკოჰოლი; აალებადი ცელულოიდის ფირის გადაგზავნა იკრძალება წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებში; ცოცხალი ცხოველები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკების გადაგზავნა დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ მიმღებისათვის გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები - თუ ისინი გამიზნული არიან ამ მწერთა კონტროლისათვის და გაცვლა ხდება ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის (ნიმუშების სახით); იარაღი და იარაღის დეტალები - მთავარი პოლიცმეისტერის ნებართვით; ფირი; ცელულოიდი - იგზავნება ამანათებში და უნდა შეიფუთოს უჟანგავი ფოლადის კოლოფებში, რომლებიც უნდა მოთავსდნენ მყარ ხის ყუთებში.
 

შენიშვნა:
1. ამანათებზე შხამების, სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შიგთავსით, საჭიროა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის იმპორტზე ნებართვა. გამგზავნმა ასეთ ამანათებს თან უნდა დაურთოს სერტიფიკატი წარმომავლობის შესახებ;
2. არასწორად შევსებული საბაჟო დეკლარაციებით მიღებული საფოსტო გზავნილებები ექვემდებარება კონფისკაციას საბაჟო ორგანოების მიერ;
3. დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათების მიღება.