ყაზახეთი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ (გარდა გზავნილისა, რომელიც შეიცავს ფულს, მონეტებს, საბანკო ბილეთებს, სხვა ფასეულობებს)
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 4000 SDR**
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი4000 SDR**
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 20 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2 (კომერციული ინვოისი - 1)
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
 
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ყაზახეთის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული ან დაშვებული ნივთების სია
 
1.      სამხედრო იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი და სამოქალაქო მომსახურებისათვის განკუთვნილი ბასრპირიანი იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა, სპეციალური ორმაგი დანიშნულების (სამხედროდა სამოქალაქო) ტექნიკური საშუალებები, მათი ნაწილები და აქსესუარები.
2.      ბირთვული მასალები და აღჭურვილობა-მოწყობილობები, რადიაქტიური მასალები, საწვავი და კოროზიული მასალები. ასაფეთქებელი ნივთიერებები, ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებები, პიროტექნიკური ნაწარმი (ფეიერვერკები და სხვ.) და სხვა საშიში მასალები.
3.      ნარკოტიკული საშუალებები, პსიქოტროპული ნივთიერებები და მათი წინამორრბედები.
4.      ცოცხალი ცხოველები, გარდა ფუტკრებისა, წურბელებისა და აბრეშუმის ჭიისა.
5.      იშვიათი ცხოველური და მცენარეული (ბოსტნეული) პროდუქტები, აგრეთვე გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველები და მცენარეები.
6.      მალფუჭებადი საკვები პროდუქტები.
7.      ბეჭდური გამოცემები, ნაბეჭდი პოლიგრაფიული მასალა, პლასტიკური აუდიო-ვიზუალური მასალები (ვიდეო და სხვ.), რომლებიც შეიცავს პოლიტიკური რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდას და შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სახელმწიფოს ერთიანობისა და უსაფრთხოებისათვის ან გამიზნულია მისი ხელისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად. მასალები, რომლებიც ეწევა ომის, სისასტიკის, ძალადობის, სოციალური, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, გენეტიკური ან კასტობრივი აღმატებულობის პროპაგანდას და ნებისმიერი ამორალური ხასიათის (პორნოგრაფიული) სტატია.
8.      ნივთები, რომლებიც თავიანთი ბუნებით თუ შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ფოსტის თანამშრომლების სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის ან რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვა საფოსტო გზავნილების დაბინძურება ან დაზიანება.
9.      უცხოური ვალუტა.
10.   მონეტები, ბანკნოტები, აკრედიტივები ან ფასიანი ქაღალდები, რომლის განაღდებაც უნდა მოხდეს მფლობელისათვის, ჩეკები, ქარხნული თუ არაქარხნული წარმოების ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაწარმი თუ სხვა ფასეული ნივთები (დაუზღვეველი ფოსტით  წერილის ან საფოსტო ამანათის სახით გაგზავნილი).   
11.   ნებისმიერი სხვა ნივთი, რომლის იმპორტი ან მიმოქცევაში ყოფნაც დანიშნულების ქვეყანაში აკრძალულია.
 
 
იმპორტისთვის   პირობითად  დაშვებული  ნივთების  სია
 
ყაზახეთში საერთაშორისო საფოსტო გზავნილის სახითიმპორტისთვის პირობითად დაშვებული ნივთების სია:
1.     ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - ყაზახეთის ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ გაცემული უფლებამოსილების თანახმად.
2.     მცენარეები და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები - ყაზახეთის ფიტოსანიტარული კონტროლის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე.
3.     ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი და სხვა ფასეული ნივთები (სამხატვრო/ხელოვნების, ისტორიული, სამეცნიერო თუ სხვა) - ყაზახეთის კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე.
4.     ურნები გარდაცვლილის ფერფლით - ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ურნა არ შეიცავს არანაირ უცხო მასალას.
5.     რადიო-ელექტრონული და მაღალი სიხშირის აპარატურა და ინსტალაციები - ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე.
6.     ჩანაწერებიანი ინფორმაციის მატარებელი საშუალებები (დისკეტები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) - იმ პირობით, რომ კომპიუტერის ტიპისა და მათ ჩასაწერად გამოყენებული ოპერატიული სისტემის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია.
 
ყახაზეთის მთავრობამ დაამტკიცა ბრძანებულება საფოსტო გზავნილების გადასახადით დაბეგვრისა და იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ. ბრძანებულება ძალაშია 2001 წლის 1 ივლისიდან.

 

ყახაზეთში კერძო პირების მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილები, რომლებიც შეიცავს ისეთ საქონელს, რომლებიც არ არის განკუთვნილი კომერციული თუ საწარმოო მიზნებისათვის, თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან იმ შემთხვევაში, თუ მათი წონა არ აღემატება 31 კილოგრამს, ხოლო საფოსტო გზავნილის შიგთავსის მთლიანი ღირებულება არ აღემატება 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

CN22 და CN23 შევსებული უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
* გზავნილის შიგთავსის ზუსტი და დაწვრილებითი აღწერილობა, თითოეული საგნის ღირებულების მითითებით;                                                                                                          
* გამგზავნისა და ადრესატის სრული მისამართი;
* ადრესატის ტელეფონის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).