სვაზილენდი

 

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  •   საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური  ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  •   M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

  

 

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ. 

მაქსიმალური ზომა:1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,

რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  ამანათის  გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
 

  

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ
მაქსიმალური ზომა: 1.05.X1.05.X1.05. (ან 2.სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სვაზილენდის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
თაფლი; ცვილი; სიროფი; თაფლზე დაზადებული წამლები; იონჯა; ფასიანი ქვები; სიგარეტები; პალტო; ქურთუკი; ტყავის ქურთუკები; ჟილეტები; ბოტები და ფეხსაცმელი; ცეცხლსასროლი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა; ხილი, მცენარეები და მათი თესლი; ძვირფასი ლითონები და ქვები; სექსუალური ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები; სანთებელები; უხამსი და უცენზურო ნივთები; ყალბი ფული; ციხეებსა და კატორღებში დამზადებული ნივთები; რადიოაქტიური ნივთიერებები; ფასიანი ქაღალდები:


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები, შრატი, ვაქცინები - სვაზილენდის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით; ცხოველური პროდუქტები - ვეტერინარული სამსახურის დირექტორის ნებართვით; ცივი იარაღი, ყველა ნივთი, რომელიც ჰგავს ცეცხლსასროლ იარაღს (მათ შორის სათამაშო პისტოლეტები), წყალქვეშა სანადირო თოფი - სვაზილენდის სამეფოს პოლიციის კომისიის ნებართვით; ბრინჯი, ლიქიორი, საფუარი და ყველა ნივთი რომელი რაიმე კავშირშია საომარ მოქმედებებთან (აღჭურვილობა, ფეხსაცმელი და სხვა) - მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; ყველი, ნებადართული მცენარეების ყველა სახეობა, ბამბა სიმინდი, პომიდორი, ჩაი, ქერი, მუხა, წაბლი, თამბაქო - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ფილმები - შეფუთული რკინის ყუთში, რომელიც მოთავსებულია ხის ყუთში.

შენიშვნა: დასაშვებია მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილების მიღება.