სერბეთი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 3
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ (გარდა გზავნილებისა, რომლებიც შეიცავს ეროვნულ ვალუტას)
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 4000 SDR**
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი4000 SDR**
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 3
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა: Kosovo Metohija 
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 1
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სერბეთის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის იარაღი (სანადიროს გარდა), მათი ნაწილები და მათი საბრძოლო მასალები;  ხელოვნური ღვინისა და არაყის დასამზადებელი ესენციები; აბორტისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; სხვა ქვეყნების სამხედრო ფორმის ტანსაცმელი; პაპიროსის ქაღალდი; საზღვარგარეთული ლატარეა და მისი მოწყობილობები; ჟეტონები, რომლებიც გვანან სახელმწიფო ვალუტას; ქვეყანაში აკრძალული პუბლიკაციები; საფოსტო მტრედები; ფეთქებადი ნივთიერებები; იუგოსლავიის ეროვნული ფული (საბანკო ბილეთები დინარებში); თუთიყუშები; ცხოველები; შინაური ფრინველები, ღვინის შესადედებელი, ტკბილი; კოვზები, სასტვენები და სხვა ნივთები რომლებიც შეიცავენ 10%-ზე მეტ ტყვიას; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
უკაბელო სატელეფონო და სატელეგრაფო აპარატურა, მედიკამენტები და მათი ნიმუშები  - რეცეპტის არსებობის შემთხვევაში, მცენარეთა თესლი, ხილი, ვეტერინარული ვაქცინები, აბრეშუმის ჭიის კვერცხი, ვენახი, ნერგები, მეღვინეობის პრეპარატები, ხეხილისა და ვენახის დაავადებათა საწინააღმდეგო ნივთიერებები - იუგოსლავიის კომპეტენტური ხელისუფლები ნებართვით; ნარკოტიკები - იუგოსლავიის ხელისუფლების წინასწარი ნებართვის საფუძველზე ავტორიტეტული ინსტიტუტების მისამართით; გეოგრაფიული გეგმების ლითოგრაფიული ასლები (1:25000 მასშტაბის გარდა), 15 %-ზე მეტი კონცენტრაციის ძმრის მჟავა, შხამი, ოპიუმი, მცენარეები, ხილი - მცენარეთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს სპეციალური სერტიფიკატით; სხვადასხვა ბაქტერიები; ცხიველური წარმოშობის პროდუქტები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით; ძაღლები, კატები - მთავარი ვეტერინარის მიერ ვიზირებული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატით; გარეული და შინაური ფრინველი წარმოშობისა და ჯანმრთელობის შესახებ სერტიფიკატით; ცელულოიდი და ფილმები - სპეციალური შეფუთვით; იარაღი და საბრძოლო მასალები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით.


შენიშვნა: (ცირკულარული წერილი #15-13/921 21.08.06) მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო ბიურო 07.08.06 წლის #284 და #285 ცირკულარული წერილებით გვაცნობებს, რომ ერთიანი ქვეყანა სერბია და ჩერნოგორია ამიერიდან წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ქვეყანას - სერბიის რესპუბლიკას და ჩერნოგორიის რესპუბლიკას და ორივე ქვეყანა არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გევალებათ, სერბიის და ჩერნოგორიის რესპუბლიკების მისამართით საფოსტო გზავნილებათა მიღებისას იხელმძღვანელოთ ერთიანი სახელმწიფოს სერბიასა და ჩერნოგორიასთვის დღემდე მოქმედი ტარიფებით (სატარიფო ზონები და გადაგზავნის საფასური ორივე ქვეყნისათვის იქნება ერთნაირი). დამატებითი ცვლილებები გამოგეგზავნებათ.