საუდის არაბეთი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: არა
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი0
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 2
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, კვირა
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 3
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება საუდის არაბეთის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უცენზურო ხასიათის ნივთები; სპირტი; ლიქიორი; ჰაშიში; ალკოჰოლური სასმელები(არაყი, ღვინო, ლუდი და სხვა); ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები; მონეტები, საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები ან სხვა ფასეულობები წარმომდგენზე; ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; იარაღი; საბრძოლო მასალები; ასანთი; ანტიისლამური პუბლიკაციები; ისლამური რელიგიის პრინციპების საწინააღმდეგო ნივთები; საბანკო ბილეთები, ფულადი ნიშნები, სამოგზაურო ქვითრები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი ნაკეთობათა სახით ან დაუმუშავებელი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები; ქიმიური სითხეები და ცეცხლსაქრობი პროდუქტები; ფეთქებადი, აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; მიმდინარე და პირადი მიმოწერის დოკუმენტები ან ყველა სახის კორესპონდენცია, რომელსაც ცვლიან ის პირები რომლებიც არ არიან მიმღები ან გამგზავნი; ნივთები, რომლებიც თავისი შინაარსით ან შეფუთვით საფრთხეს უქმნიან ფოსტის მუშაკებს, სვრის ან აფუჭებს სხვა გზავნილებს ან საფოსტო დანადგარებს. სითხეები და ის ნივთიერებები, რომლებიც სწრაფად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის საგნები ან ანალოგიური მსხვრევადი ან მალფუჭებადი საგნები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ყველა სახის მედიკამენტები - მიიღება მხოლოდ საუდის არაბეთის კომპეტენტური ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული სამედიცინო რეცეპტებით; ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის სოკოს გადაგზავნა დაშვებულია მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით.


შენიშვნა: 
საუდის არაბეთის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ საფოსტო გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.
 

 

 

 

 წერილობით კორესპონდენციაზე და ამანათებზე, რომლებიც იგზავნება საუდის არაბეთში  დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია სწორად და სრულად:
 
ადრესატის მისამართზე ჩაბარებისას:
- ადრესატის სრული დასახელება;
- სახლის ან კორპუსის ნომერი, ქუჩის და რაიონის დასახელება;
- დასახლებული პუნქტის დასახელება, საფოსტო ინდექსი და დამატებითი ნომერი;
- ქვეყნის დასახელება;
- გამგზავნის და ადრესატის ტელეფონის ნომრები (თუ ცნობილია);
- გამგზავნის სრული დასახელება და მისამართი.
 
საფოსტო ყუთით ჩაბარებისას:
- ადრესატის სრული დასახელება;
- საფოსტო ყუთის ნომერი;
- დასახლებული პუნქტის დასახელება და საფოსტო ინდექსი.
- ქვეყნის დასახელება;

- გამგზავნის სრული დასახელება და მისამართი.