ავსტრალია

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • M ტომარამაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალურისიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.

 

 

გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 1

 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეულიწერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
  
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

 

 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 20 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
   
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 2500 SDR**
 
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
 
 

 

 

 

 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 20 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 1
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 15 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ავსტრალიის ოფიციალურ  წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:
 

აბსენტი, ქვეშაგები; ნებისმიერი სახეობის პიროტექნიკური საშუალებები; ოპიუმის მოსაწევი ყალიონი; რადიოაქტიური ნივთიერებები; კბილის ჯაგრისები; ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პრეპარატები; ცხოველების საკვები; ცხოველების მოსავლელად საჭირო საგნები და მოწყობილობანი; ხორცეული პროდუქტები; კვერცხის ფხვნილი; კვერცხის ატრია; ხამანწკები; მცენარის ავადმყოფობათა-გამავრცელებლები; დასნებოვნებული მცენარეები, მცენარეების გამანადგურებელი ბალახები ან მწერები; მიწა; ყალბი მონეტები და საბანკო ბილეთები; ფეთქებადი სიგარები და სიგარეტები; ასანთი; სკა; მეცხოველეობის პროდუქტები; კაკალი; ვაშლი, მსხალი, კომში; ფილატელისტური მასალა; მთავრობის დამხობის ან განადგურებისკენ, ამბოხებისაკენ წამქეზებელი ნებისმიერი ტექსტი; ყველა სახის მუყაოს შესაფუთი ხილისათვის; გამოყენებული მუყაო, ტევადობა და სხვა შესაფუთი; საფოსტო გზავნილები, რომლებიც შეფუთულია ჩალისგან დამზადებულ ქაღალდში ან სხვა მცენარეული წარმოშობის მასალაში, აგრეთვე ბოსტნეულის, კვერცხის, ხორცის გადასაზიდად გამოყენებულ მუყაოს ყუთებში; მშრალი სისხლი და მშრალი სისხლის ალბულინი; კვერცხი; ნახმარი ტანსაცმელი; ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინები, ემულსიები ან პლაზმა; დაავადების გამომწვევი და ავადმყოფობათა კულტურის მიკრობები, ვირუსები, ნივთიერებები ან პროდუქტები, რომლებიც შესაძლებელია შეიცავდნენ ავადმყოფობათა ჩანასახს; საქონელი, რომელთა დასახელებებში არის სიტყვა "ANძAჩ", ციხეებში, საგამოძიებო იზოლატორებში ან კოლონიებში დამზადებული საქონელი; ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის შემცველი საგნები;  საპარსი ფუნჯები; ლოთობისაგან სამკურნალო დანიშნულების სამედიცინო საშუალებები; ცეცხლსასროლი იარაღი (ყუმბარების, ჭურვების, ყუმბარმტყორცნების ვაზნების ჩათვლით) და მისი აღჭურვილობა, კასტეტები, ხმლები, ზამბარიანი დანები, აგრეთვე იარაღის მსგავსი საგნები, მისი ასლები ან იარაღის მსგავსი თეატრალური აქსესუარები.


ავსტრალიის საკარანტინო და საინსპექციო სამსახურის მიერ აკრძალული საგნების  ჩამონათვალი:

1. ცოცხალი ცხოველები და მწერები

  • ყველანაირი ცოცხალი ცხოველი ქვეწარმავლების (მაგ., გველები, ხვლიკები, კუები) და ფრინველების და მათი კვერცხების ჩათვლით;
  • ყველანაირი ცოცხალი თევზი და ამფიბია (მაგ., ბაყაყები) მათი ქვირითის ჩათვლით;
  • ყველანაირი ცოცხალი მწერი და ობობა მისი განვითარების ნებისმიერ სტადიაზე (მაგ., კვერცხები, მატლები, ჭუპრები, ზრდადასრულებული მწერები და ობობები);
  • ყველანაირი ცოცხალი ჭია და ლოკოკინა მათი კვერცხების ჩათვლით.


2. ხორცი და ხორცის პროდუქტები

  • ყველანაირი ტიპის ხორცი - ახალი, გამოყვანილი (ძეხვეულის, მათ შორის სალიამის და სოსისის ჩათვლით), გაყინული, მოხარშული, შებოლილი, დამარილებული ან დაკონსერვებული;
  • ხორცის შემცველი შეფუთული  საჭმელი (ატრიას ჩათვლით);
  • ნაცხობი ხორცის შემცველი (ნანადირევის ხორცის ჩათვლით) სატენით;
  • სამკურნალო პრეპარატები და მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს;
  • ცხოველთა საკვები (დაკონსერვებული, მშრალი საკვების და საკვები დანამატების ჩათვლით).


3. რძის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის შემცველი პროდუქტები

  • ყველი, რძე, კარაქი და სხვა რძის პროდუქტები;
  • შეფუთული საკვები პროდუქტები და სხვა საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ 10%-ზე მეტ რძეს ან კვერცხს (მოუხდელი რძე ან მისი ფხვნილი, ნარევი ღვეზელისათვის  და სალათის სოუსები).
  • მაიონეზი;
  • ნაცხობი კვერცხის სატენით.


4. მხატვრული ნაკეთობანი 

  • დაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (მაგ. დაუმუშავებელი ტყავი, ბუმბული, კბილები, ძვლები და ა.შ) დამზადებული სუვენირები ან საქონელი;
  • გამხმარი ყვავილებისაგან დამზადებული კომპოზიციები და ძველი ყვავილების ქოთნები;
  • თესლისაგან, მათ შორის წიწვოვანი ხეების თესლისაგან, ქერქის, ხავსის და თივისაგან დამზადებული მხატვრული ნაკეთობანი (საშობაო სამკაულების ჩათვლით).


5. ხილი და ბოსტნეული

  • ყველანაირი ახალი ხილი და ბოსტნეული;
  • ხილის ჩირი და თესლის და კანის შემცველი ბოსტნეული;
  • გამომშრალი ბანანი (ბანანის კანის ჩათვლით).


6. მცენარეები, თესლი და მიწა

  • მცენარეული მასალა, მცენარეების, მცენარეთა კალმების, ფესვების და ყვავილთა ბოლქვების ჩათვლით;
  • სავაჭრო ქსელში შეძენილი თესლი (შეფუთული თესლის ჩათვლით);
  • მიწა (მცირე ზომის სუვენირების და მეცნიერული ღირებულების მქონე ნიმუშების ჩათვლით) და ქვიშა (შეღებილი ქვიშის ჩათვლით);
  • ფეხსაცმელი და აღჭურვილობა, დასვრილი მიწით, ნაკელით და მცენარეული თესლით (მაგ. ჭუჭყიანი ფეხბურთის ან თხილამურების ფეხსაცმელი).


7. გამხმარი მცენარეული მასალა

  • ჩაი, რომელიც შეიცავს თესლს ან ხილის კანს (მაგ., ფორთოხლის, ლიმნის, ვაშლის კანი);
  • ბალახეულის, თესლის, კანის, სოკოს ან გამხმარი მცენარეული მასალის შემცველი წამლები და მედიკამენტები;
  • მთლიანი თხილი და კაკალი;
  • სიმინდი პოპკორნისათვის.


8. ლაბორატორიული მასალა

  • სამედიცინო ნიმუშები და ცხოველები;
  • ყუთები დიაგნოსტიკური მასალებით და მიკროორგანიზმებით.



შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ადამიანის თმები - ავსტრალიის საკარანტინო სამსახურის ნებართვის შემთხვევაში;სამედიცინო თერმომეტრები - კონტროლის გავლის პირობით; შაქარი, შაქრის სიროფი, ბადაგი და ანალოგიური პროდუქტი - კვების გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ნებართვით; კინოფილმები  თერაპიული მოწყობილობები, წამლები ან სამედიცინო პრეპარატები, ვირუსები, ვაქცინები, ბიოლოგიური ნივთიერებები, საშიში ქიმიური შენაერთებით დამუშავებული ტანსაცმელი და ნაჭრები; გამოყენებული ტანსაცმელი; კაკაო, ხილი, თაფლი, რძის პროდუქტები - კარანტინის დირექტორისა და ავსტრალიის საბაჟო ხელისუფლების ნებართვით; აბეზარი ბუზები; მცენარეები, სასუქი - ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვით; ცხოველები და წარმოებული პროდუქტები -  საბაჟო ხელისუფლებისა და  სანიტარული სამსახურების ნებართვით; აალებადი მასალისაგან დამზადებული საბავშვო ტანსაცმელი, ფეიერვერკები, ჯუთისაგან დამზადებული გამოყენებული ტომრები, ჯაგრისები, ნოხები მიკრობები, საკონდიტრო საქონელი - ავსტრალიის  საბაჟო ხელისუფლების  ნებართვით; ცოცხალი თევზი და თევზის ხიზილალა - ავსტრალიის საბაჟო სამსახურის ნებართვით; დედა - ფუტკარი და მუშა - ფუტკარი - შესაძლებელია გაეგზავნოს სანიტარული სამსახურის წარმომადგენელს დაავადების არ ქონის დამადასტურებელ სერთიფიკატთან ერთად; მწერები და მწერების პარაზიტები - შეიძლება მათი შეტანა მხოლოდ ექსპერიმენტებისათვის ან ცხოველების ან მცენარეების დაავადებებთან საბრძოლველად; მავნე მწერები ან მცენარეები - სანიტარული სამსახურის წერილობითი ნებართვით; თმები ან ცხოველთა ჯაგარი - მათ გასუფთავებაზე დაწესებული ზოგიერთი პირობის შესრულების შემთხვევაში; რეპტილიებისა და თევზების კანი - სანიტარული სამსახურის ნებართვით; შალი ან შალის ნიმუშები 1,362 კგ-მდე წონის, მათი გაგზავნის წესების დაცვის პირობით; ყველი - სანიტარული სამსახურის ნებართვით; მარცვლეული კულტურისა და ბრინჯის აღებული მოსავლის შემდეგ მორჩენილი თივა, რომელიც გამოიყენება შესაფუთად - კომპეტენტური ორგანიზაციების ნებართვით; ყაწიმები ქამრები, რომლებშიც მოთავსებულია ხმლის პირი, ცეცხლსასროლი იარაღის სამიზნე მოწყობილობები ლაზერით, ჯოხები და სხვა მოწყობილობები, რომელთა შალითა შეიცავს ფელაკვანს, ხელკეტებს, ხელჯოხებს დაშნებს, ხელჯოხებს რევორველით ან პისტოლეტით - ავსტრალიის საბაჟო სამსახურის თანხმობით; საქონელი, რომელთა შესაფუთზე გამოსახულია ღერბი,  დროშა ან ავსტრალიის კავშირის ბეჭედი ან მათზე ძლიერ მიმსგავსებული გამოსახულებებით  - საბაჟო ორგანოების თანხმობით; ძაღლების ელექტრონული საყელოები - კომპეტენტური ორგანოების თანხმობით; სითხეები, ცომეული, ფხვნილები, აბები, კვების მალფუჭებადი პროდუქტები, მჭრელი საგნები, ფუტკარი, წურბელები და აბრეშუმის ჭია - კომპეტენტური ორგანოების თანხმობით.



შენიშვნა:

1. ნორფოლკის, ქოქოსის და შობის კუნძულების საფოსტო სამსახურების მიერ იკრძალება ფასგამოუცხადებელი ამანათების მიღება. საბაჟო სამსახურის კანონის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციაში არასწორად შეტანილი ყველა საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას;
2. ნებადართულია მხოლოდ  ფასგამოცხადებული ამანათების მიღება;
3. ავსტრალიის საკარანტინო და საინსპექციო სამსახურის მოთხოვნები:
- მცირე პაკეტებსა და ამანათებზე დამაგრებულ საბაჟო დეკლარაციის ბლანკებში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დაწვრილებითი ინფორმაცია ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, საკვები პროდუქტების, ნიადაგის ან მიკრობიოლოგიური პროდუქტების შემცველი საქონლის შესახებ;
- ნახმარ ფეხსაცმელზე, სპორტულ აღჭურვილობაზე, ავტოტურისტთა ბანაკის მოწყობილობაზე არ უნდა იყოს მიწის და თესლის არავითარი კვალი;
- შესაფუთად არ შეიძლება თივის და სხვა მცენარეული მასალის გამოყენება;
- ხილის, ბოსტნეულის, კვერცხის და ხორცის შესაფუთად არ შეიძლება მუყაოს ახალი და ნახმარი ყუთების გამოყენება.