კოტ დივუარი

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი; სპირტიანი სასმელები; გაზომვის არაათობითი სისტემის სასწორები; იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები, საბრძოლო მასალები, სანთებელები; სამხედრო აღჭურვილობა; პორნოგრაფია; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აკრძალული გამოცემები; ესენციები; გამაბრუებელი საშუალებები; ცხოველები; მცენარები; ფულის საბეჭდი აპარატები; თევზის კონსერვები; ბრილიანტი; მედლები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გრამფირფირფიტები - კოტ-დივუარის საკონტროლო კომისიის ნებართვით; გამოსახდელი კუბები და სპირტის დისტილაციის სხვა აპარატები - რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; პუბლიკაციები არაბულ ენაზე - სპეციალური კონტროლის გავლის შემდეგ; ფირები, ცელულოიდი - ორმაგი შეფუთვით; სპირტი, მინერალური წყლები, ესენციები - ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; ბანანის, კაკაოსა და ყავის ხეები,  შაქრის ლერწამი, საქარინი და ბამბის ბუჩქები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; იარაღი, საბრძოლო მასალები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით; დისტილირებული სასმელები - იმპორტზე ლიცენზიით; მონეტები, საბანკო ბილეთები, ოქრო და სხვა ძვირფასეულობა - მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით.


შენიშვნა:
კოტ დივუარის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.