ანგოლა

შესატანად აკრძალული საგნები:
საშიში ნივთიერებები; ცოცხალი და მკვდარი ცხოველები და მათი ნაწილები; მცენარეები და მათი დასნებოვანებული თესლი; საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; შეურაცმყოფელი ხასიათის საგნები; ფეთქებადი ნივთიერებები; ნარკოტიკები; ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვები პროდუქტები; ტყვია-წამალი; ასანთი; თამბაქო; ესენციები; ლატარიის რულეტები, ბგერითი აპარატები, ვიდეოკასეტები; რადიაქტური ნივთიერებები.
 


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამეცნიერო ან სამედიცინო მიზნებით გადასაგზავნი ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები -  ადრესატისათვის ანგოლის ჯანმრთელობის დაცვის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვით; ფარმაცევტული პატენტირებული საშუალებები ანგოლის ჯანმრთელობის დაცვის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვით; ფუტკარი, წურბელები და აბრეშუმის ჭია მიიღება შესაბამისი შეფუთვის შემთხვევაში; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც განკუთვნილი არიან ამ მწერების პოპულაციის კონტროლისათვის და გაიგზავნებიან ანგოლის ოფიციალურად აღიარებული დაწესებულებების მისამართით; ფილმები, ცელულოიდი, ლატარიისა და საბანკო ბილეთები, ლითონის მონეტები (ანგოლის ეროვნული ბანკის მისამართით გადასაგზავნი მონეტების გარდა) - კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოების ნებართვით.



შენიშვნა:

ანგოლის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათებზე ფასგამოცხადების გარეშე შიგთავსის მიუხედავად. ამ შემთხვევაში ამანათი მიიღება გადასაგზავნად, მაგრამ გამგზავნი წინასწარ მიეცემა გაფრთხილება, რომ ანგოლის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამანათის დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ანაზღაურება გამგზავნზე არ გაიცემა. თუ გამგზავნი უარს იტყვის ამანათის ფასგამოცხადების გარეშე გაგზავნაზე, შესაძლებელია მიეცეს მას რეკომენდაცია გასაგზავნი საგნები გააგზავნოს მცირე პაკეტებით.