კოლუმბია

შესატანად აკრძალული საგნები:
ალკოჰოლური სასმელები, ლიქიორები და სხვა ტკბილი და სურნელოვანი ალკოჰოლიანი სასმელები და წვენები; კაკაო და მისი პრეპარატები; მოხალული დაფქვული და მარცვლოვანი ყავა; მარცვლეული და მათი პროდუქტები; ტყავის ნაწარმის შენახვისათვის საჭირო ხსნარები, ცვილი, მასტიკა და სხვა მსგავსი ნაერთები; საწვავი; საუმუშავებელი ბამბა; სუნელები (წიწაკა, დარიჩინი და სხვ.); ლაქის, მშრალი საღებავების, ნაყენების, ტანინის და სხვა მსგავსი ნივთიერებების ექსტრაქტები; ახალი და გამხმარი ხილი, ჰერმეტულად დახურულ ტარაში მოთავსებულის გარდა; სამაჯურები; სამეცნიერო და ზუსტი აპარატურა, ოპტიკური და სხვა ხელსაწყოები; მატყლი და შალის ნაწარმი; რძე და რძის პროდუქტები; ბოსტნეული,  მცენარეები, მათი ნაწილები და მათი ნაწარმი; სელი, ჯუთი, კანაფი და სხვა საფეიქრო მრეწველობაში გამოყენებული მცენარეები და მათი ნაწარმი; სხვადასხვა მანქანები და მათი ნაწილები; ცხოველური წარმოშობის ცხოველური წარმოშობის ნედლეული და დაუმუშავებელი პროდუქტები; ტყავის შეღებვისა და გათრიმვლისათვის, აგრეთვე გოფრირებისა და დაწვნისათვის, და სხვა მცენარეული წარმოშობის  დაუმუშავებელი ნივთიერებანი; პლატინა, ოქრო, ვერცხლი; ნიკელი და მისი ნაკეთობები; ქვისა და სხვა  მინერალური ნივთიერებების დამზადებული ორნამენტები და დეკორაციები, აგრეთვე ჩვეულებრივი ლითონისაგან დამზადებული ნაკეთობები; სერვიზები; სასადილო ვერცხლის ნივთები; ალუმინის, ნიკელის ან სხვა ლითონის ჭურჭელი; ნიჩბები და სხვა სამეურნეო ნივთები; მინა; სადაფი; ნიჟარები და სპილოს ძვალი; მარგალიტი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები; თევზი, კიბოსნაირი ცხოველები, მოლუსკები, რომლებიც დამზადებულია ცივი კონსერვაციის  მეთოდით (ლითონის ყუთებით და ქილებით, მინის, თიხის ან სხვა ჰერმეტული ტარით გადასაგზავნი თევზჭერის პროდუქტის გარდა); ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქტები; კვების მრეწველობის პროდუქტები; ფქვილისა და სახამებლის პროდუქტები, ალაო, ხორცი, ბოსტნეული, ხილი და სხვა მცენარეები; მცენარეული პროდუქტები; ცოცხალი მცენარეები და ყვავილები; კვების მრეწველობის ნარჩენები; ყველანაირი საპონი; შაქარი; დაუმუშავებელი ან დაფასოებული ჩაი; გაყინული, გამოყვანილი ან სხვა რაიმე მეთოდით დამზადებული ხორცი (ყუთებით, მინის ტარით ან სხვა ჰერმეტულად შეფუთული ხორცის გარდა); ნახმარი ტანსაცმელი; რადიოაქტიური ნივთიერებები; საბანკო ბილეთები და ვალუტა, ან რაიმე სხვა საფინანსო დოკუმენტები წარმომდგენზე; დამუშავებული ძვირფასი ქვები და სხვაა ფასიანი ნივთები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები არ არის.



შენიშვნა:
კოლუმბიის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს იმ უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.