კირიბატი

შესატანად აკრძალული საგნები:
მოხმარებისათვის გამოუსადეგარი პროდუქტები; ოპიუმი და მისი გამოყენების ან დამზადებისათვის საჭირო მოწყობილობები; საპარსი ფუნჯები; ცოცხალი ცხოველები; იარაღი; ყალბი მონეტები, ფული და საფოსტო მარკები; საღებავები; უხამსი ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები, სურათები, ფოტოსურათები, წიგნები, გრავიურები; ასანთი; დაავადებული შინაური საქონელი; სამეფო ემბლემები; სასაქონლო მარკები; ფილმები და ფირები; ძვირფასი ლითონის ზოდები; საღებავებისათვის გამოსაყენებელი ნახშირის გუდრონი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები  - ოფიციალურად აღიარებულ ორგანიზაციებს შორის გაცვლის წესით; ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით; კვების პროდუქტები, საკონდიტრო და სხვა ნაწარმი,  რომელთა გაფუჭება შეუძლია ვირთხებს, მოთავსებული უნდა იქნას ლითონის ყუთებში.


შენიშვნა:
კირიბატის საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალურ პასუხისმგებლობას არ ღებულობს ფასგამოუცხადებელ ამანათებზე. ასეთ შემთხვევაში ამანათი მიიღება  და გამგზავნს მიეცემა განმარტება, რომ ამანათის დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ აუნაზღაურდება. უარის შემთხვევაში გამგზავნს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია ამანათის შიგთავსი გადააგზავნოს მცირე პაკეტების სახით.