ისლანდია

შესატანად აკრძალული ნივთები:
მეორადი მოხმარების ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული, ჩვრები, საცვლები და ბამბა; გაძენძილი მატყლი; ქაღალდის ნარჩენები; თმები; დაუმუშავებელი ტყავი; ცოცხალი ცხოველები; რადიომიმღებები, სატელეგრაფო აპარატები და მათი ნაწილები; ბალახი; ნახმარი ტომარა; იარაღი; საბრძოლო მასალები; საბანკო ბილეთები; ფუტკარი; აბრეშუმის ჭია;


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით; კარტოფილი, თუ შემოიტანება იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ არიან “ხოჭოთი” დაავადებული - წარმომავლობის აღნიშვნით ან ოფიციალური განცხადების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კარტოფილის ჯანმრთელ მდგომარეობას და შეფუთვის სიახლესა და მის დაუავადებლობას; ღვინო, ლიქიორი და ლუდი, რომელიც შეიცავს 2,25% მეტ სპირტს და იგზავნება სახელმწიფოს მეთაურთა ან საზღვარგარეთის ქვეყნების მინისტრებისა და ელჩების (კონსულების) მისამართით პირადი  მოხმარებისათვის; ღორის ჯაგარი, ფრინველთა ბუმბული და კანი, ფიჩხი, ლერწამი, თივა, ცხენის ძუა და მათი ნაკეთობები - დეზინფექციის სერტიფიკატით; დაკონსერვებული და მშრალი რძე, შალი და  გაძენძილი მატყლი - სოფლის მეურნეობის მინისტრის ნებართვით; სამედიცინო დანიშნულების ნივთები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით.