ინდოეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
მაგნეზიის ცეცხლი, ალუმინის ჩირაღდნები, ნაპერწკლების წარმომქმნელი ელექტროდანადგარები, კაფსულები, ჩინური რაკეტები, მანათობელი სიგნალები, ხელოვნური ცეცხლი, პიროტექნიკური ასანთი; 90 გრ. ჩ-ზე აალებადი სპირტიანი სასმელები; ყველა სახის ლაქები, ტერპენტინი და მისი პროდუქტები; მჭრელი იარაღი; ნივთები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვევენ ფოსტის მუშაკთა ან სხვა გზავნილების დაზიანება; ინდური კანაფის ექსტრატისაგან დამზადებული პრეპარატები (გარეგანი გამოყენების პრეპარატების გარდა); ცოცხალი ცხოველები; დაუმუშავებელი ბამბა; ასანთი; ბამბის, შალის ან სხვა ქსოვილები; ეტიკეტები ფულის იმიტაციის ნახატებით  ან ასეთი ეტიკეტებით აღჭურვილი საქონელი; ძვირფასი ლითონების მონეტები და ზოდები, გარდა იმ სამშვენისებად გამოსაყენებელი მონეტებისა, რომლებიც გადაიგზავნება  ფასგამოცხადებული ამანათებით; სუვენირის მსგავსი ლითონის ფული; ოქრო, ვერცხლი და მათი ნაწარმი, ბრილიანტი და სხვა ძვირფასი ქვები; ლატარიისათვის განკუთვნილი ცირკულარები; ვარდისფერი ქინაქინა; ყველა უმავთულო გადამცემი აპარატი, რომლებსაც გააჩნიათ ინდოეთის ფოსტის მთავარი  დირექციის ნებართვა; ყვითელი ციებ-ცხელების ვირუსები (გარდა ინდოეთის მთავრობის მიერ გაცემული ნებართვის შემთხვევისა); მედლები; ყალბი მარკები; უხამსი და უწმაწური ხასიათის საგნები; ყველა ის საქონელი, რომელიც დამზადებულია ინდოეთის საზღვარებს გარეთ ან გააჩნია ფალსიფიცირებული დამაზადებელი საწარმოს ფალსიფიცირებული მარკირება; ელექტრონული ნივთები, სმენის აპარატებისა, მათი დაანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების გარდა; ნარკოტიკები; მცენარეები; ყვავილები; თამბაქო; ფილმები; პროპაგანდისტული ლიტერატურა; იაპონური საპარსი ფუნჯები; ჭოტოსანი (პარკოსანი) მცენარეები; იარაღი; სამხედრო აღჭურვილობა; რადიოაქტიური ნივთიერებები; ხელოვნური ან ნატურალური მარგალიტის სამშვენისები; ბიჟუტერია; აბრეშუმი დამისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები; განსაზღვრული სახის სუნამოები; ანტიკვარიატი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებები - შეტანაზე სპეციალური ნებართვით; კარტოფილი - მოწმობით, რომ ის არ არის დაავადებული ხოჭოთი; კაუჩუკის მცენარე, მისი ფესვები და ყლორტიანი ღეროები - რაიმე სახის ავადმყოფობის არარსებობის დამადასტურებელი მოწმობით; სელის თესლი - ინდოეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ნებართვით; ბამბის შებოლილი თესლი - ექსპერიმენტალური მიზნებისათვის; ფილმები და ცელულოიდი - ხის ყუთებში შეფუთული, წარწერით: “ცელულოიდი”; მონეტები; საბანკო ბილეთები, ძვირფასი ლითონები - საბაჟო ორგანოების ნებართვით; პარაზიტები - იგზავნება მხოლოდ განსაზღვრული ინსტიტუტებისათვის; ფუტკარი, აბრეშუმის ჭია, დაუმუშავებელი თამბაქო - ფიტოსანიტარული სერტიფიკატითა და ექსპორტ-იმპორტის გენერალური დირექციის ნებართვით; ყავა - გარდა ბირმაში წარმოებული პროდუქციისა; ლერწამი - ფიტოსანიტარული სერტიფიკატითა და ექსპორტ-იმპორტის გენერალური დირექციის ნებართვით; ლიქიორები, საათები ხელოვნური ქვები, ბანქო, საქარინი, სანთებელები, ფანქრები, ავტომატური ფანქრები, მზისა და ოპტიკური სათვალეები, სიგარები, სიგარეტი და თამბაქო, საკონდიტრო ნაწარმი, სუნამოები, ავტოკალმები და მათი სათადარიგო ნაწილები - კომპეტენტური ორგანოების ნებართვით.


შენიშვნა:
N23 საბაჟო დეკლარაციის გრაფა “შიგთავსის ჩამონათვალი” უნდა შეივსოს დიდი ასოებით, გარკვევით.