ალჟირი

შესატანად აკრძალული საგნები:
სარწყულებლები და მათი ნაწილები, დვრილები და მათი საწოვრები, საქარინი, ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები, დასაკრძალი ურნები;  ღვინოები მათი წარმოშობის აღნიშვნების  გარეშე; გამოყენებული საგნები; ასანთი, მარილი, მინერალური წყალი, ლიმონათი; კალასაგან დამზადებული საგნები; სოფლის მეურნეობის საგნები, მარგარინი, კონსერვები, კაკალი, ღვინო, თესლი; საღებავი ნივთიერებები; ქიმიური პროდუქტები; კუს ჯავშნისაგან, სადაფისაგან, სპილოს ძვლისაგან, ქარვისაგან, ძვლისაგან დამზადებული ნაკეთობები; პროპაგანდისათვის განკუთვნილი ბეჭდვითი გამოცემები; ლატარიისათვის განკუთვნილი ბეჭდვითი გამოცემები; პორნოგრაფია; მონეტები; ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებები, დენთი, ვაზნები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრისა და წურბელების გარდა); ცხოველური წარმოშობის თევზჭერის პროდუქტები;  მცენარეები და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; გაურკვეველი წარმოშობის ან არმქონე ყალბი იარლიყიანი საქონელი; საზომი ხელსაწყოები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
მედიკამენტები - ალჟირის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ადრესატისათვის თანხმობის გაცემის შემთხვევაში; თამბაქოს ყველა სახეობა და თამბაქოს ნაწარმი - ალჟირის საბაჟო ორგანოების თანხმობით; საათები ალჟირში უნდა გადაიგზავნოს მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათებით; საზომი ინსტრუმენტები - საზომი ინსტრუმენტების სამსახურის თანხმობით; ნარკოტიკები; ძვირფასი საგნები - ფინანსთა სამინისტროს თანხმობით; იარაღი - თავდაცვის სამინისტროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით; ცელულოიდი, ცელულოიდის ფოტოფირი, სამედიცინო ინსტრუმენტები - ფარმაცევტული ცენტრის ვიზის თანახმად; საწამლავი ნივთიერებები - მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის კოდექსის გათვალისწინებით; ხორცი, ფუტკარი, ცვილი, მეფუტკრეობის მასალა, წურბელები, მცენარეები და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით; საფეიქრო ნაწარმი, ტყავი და ტყავისაგან დამზადებული პროდუქტები, სასკოლო წიგნები, ჟურნალები, ალკოჰოლი, ძმარი, ქაღალდი, მუყაო, ცელულოზა, მეტალურგიის პროდუქცია, საკონსტრუქტორო მასალა, ხე, სამოგზაურო საგნები, საქარინი - შესაბამისი სამინისტროს ნებართვით.