ვენესეულა

შესატანად აკრძალული საგნები:
ინდური კანაფის ფისი და მისი პრეპარატები; ოპიუმი, მორფი, კოკაინი; გაუწმენდავი ძმრის მჟავა; აბსენტი (აბზინდის არაყი); ფარმაცევტული პატენტირებული წამლები, რომელთაც კრძალავს ვენესუელას ჯანდაცვის, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის სამინისტრო; ტომატის სოუსი ლითონის ქილებში; ტომატის სოუსის შემცველი საკვები კონსერვები, რომლებიც გასაყიდად დაფასოებულია ლითონის ყუთებში; მთლიანი ტომატები ლითონის ქილებში; გაყინული, გამოყვანილი და დამარილებული ხორცი, გაყინული ფრინველისა და თევზრეწვის პროდუქტების გარდა; ცოცხალი ცხოველები ფუტკრის, წურბელებისა და აბრეშუმის ჭიის გარდა; ზღვის მარილი და ქვამარილი; ფოსფორი; პაპიროსის ქაღალდი; სპილენძის, ნიკელისა და ვერცხლის ფული; ფულის დასამზადებელი მოწყობილობები; სათამაშო ბანქო და გადასაყვანი სურათები; საგნები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას, მორალს; საბანკო ბილეთები; ძვირფასეულობა; საშიში საგნები; საგნები რომლებიც არღვევენ საბაჟოების უფლებებს; ხილი: ფორთოხალი, მანდარინი, ბანანი, ანანასი, ნესვი; ყავა, ბამბა; პისტოლეტებისა და რევოლვერების ტყვიები; ქსოვილი 90 სმ.-ზე ნაკლები სიგანით; ნახმარი ტომრები; მარგალიტი; იარაღი; ლითონების ნარევისაგან დამზადებული მონეტები; საფოსტო მარკები; ლატარიის ბილეთები; ასანთი; მარაოები; პორნოგრაფია; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად, პირობითად დაშვებული საგნები:
საქარინი და მისთანა ნივთიერებები (დულცეინი, დულცინი, საკსინი და ა.შ.) - ვენესუელის ჯანდაცვის, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის სამინისტროს მიერ ადრესატზე გაცემული ნებართვით; პატენტირებული ფარმაცევტული წამლების  ნიმუშები - ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროზე დამისამართებული, რომლებიც რეგისტრირებულია ამავე სამინისტროში და გააჩნია ამავე სამინისტროს წინასწარი  ნებართვა; იარაღი, ტყვიები - შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვით; ფქვილი, მცენარული ექსტრატები, პიროტექნიკის მოწყობილობები, მუყაო, ფეხსაცმელი - ფინანსთა სამინისტროს ნებართვით;' დენთი, ფეთქებადი ნივთიერებები, სანადირო ტყვია-წამალი, ჟანგბადიანი  მარილები, აზოტისა და ქლორის წარმოებულები - ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ნებართვით; კოკა, შაქარი - ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ნებართვით; ნუში, ყვავილები, ჯაგარი ჯაგრისებისთვის, ჰერბიციდები, ვირთხების შხამი, ძუა თევზჭერისათვის -  სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს ნებართვით; მოწყობილობები ნავთობმრეწველობისათვის _  შახტებისა და ჰიდროელექტროენერგიის სამინისტროს ნებართვით; რადიომიმღებები, ტელეფონები - კავშირგაბმულობის სამინისტროს ნებართვით; ლორი, შაშხი, რძე, ყველი, ბრინჯი, შვრია, ხილის კონსერვები და მათი პროდუქტები, სანელებლები, სოუსები და საკმაზები, ტყავი, რეზინა, ბამბა, ნიტრატი, ფოსფატი, ნატურალური მარილები - "ფომენტო"-ს სამინისტროს ნებართვით; არაორგანული ქიმიური პროდუქტები, ორგანული ქიმიური პროდუქტები, დაკონსერვებული სუპები და ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, მელანი, სამედიცინო და ფარმაცევტული პრეპარატები, მარილები აბაზანებისათვის; ლითონების საწმენდი სპეციალური ქსოვილები, ხელოვნური რეზინა,  მუშამბა, კაუჩუკისაგან დამზადებული პროდუქტები, მუყაო, ქაღალდი, ქსოვილები და ძაფები, ტიული, მაქმანი, გაჟღენთილი ქსოვილი, სამმაგი თევსაჭერი ბადეები, სურო,  მცენარეული ქსოვილების ნოხები, ძელაკები, მინა, სიფონები, მილყელები,  ჭანჭიკები, ხრახნები  მოქლონები, საყელურები, ბაღის დანები, ნიჩბები, წერაქვები, სუფრის გასაწყობი საგნები, სახსრები, საკეტები, ფილები, ანოდები, რადიოს დგარები, ფილტრები, სოფლის მეურნეობის იარაღების სამარაგო ნაწილები, ტუმბოები, დომკრატები, ვიბრატორები, საფეიქრო მრეწველობის მოწყობილობანი, კონდიციონერები, ონკანები, ტრანსფორმატორები, გადამრთველები, ტელევიზორები, სანთლები, ბატარეების კოლოფები, იზოლიატორები,  ამორტიზატორები, ხმის ჩამხშობები, ველოსიპედების სამარაგო ნაწილები, ნათურები, სააბაზანო და რეზინის მოწყობილობები, ტანსაცმელი, სამაშველო ქამრები, რეზინის ჩექმები, სათვალეები და მათი ჩარჩოები, ფოტოაპარატები, თერმოსტატები, ფონოგრამები და გრამფირფიტები, კონცენტრატები მწერების გასანადგურებლად, ჭიკარტები, სამეურნეო მოწყობილობები, კბილის  ჯაგრისები, ტანსაცმლისა და იატაკის ჯაგრისები, ნიღბები, ხელთათმანები, კალმები, ფანქრები, ელვები _ ყველა ეს ჩამოთვლილი საგნები ვენესუელას შესაბამისი სამინისტროების ნებართვით.


შენიშვნა: ვენესუელას რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს იმ საგნების შიგთავსით, რომლებიც არ ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.