ალბანეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
სხვა და სხვა სახის ნივთიერებანი, რომლებშიც შეიძლება განვითრდეს დუღილის პროცესი; ნებისმიერი სახის გამაბრუებელი ნივთიერებები; ნახმარი საგნები, გარდა ანდერძით მიღებული საგნებისა, თუ მათ თან ერთვის ოფიციალური აქტი ამის შესახებ; საშიში ტოქსიკური, ბიოლოგიური ნივთიერებები; ექსტრავაგანტური ტანსაცმელი; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები; ალბანეთის პოლიტიკის ძირგამომთხრელი ლიტერატურა; პორნოგრაფია, ალბანეთის სახელმწიფო ბანკის მონეტები; გადამდები დაავადებების გამომწვევი საგნები; ცეცხლსასროლი იარაღი და ადვილად აალებადი საგნები; ცოცხალი ან მკვდარი ცხოველები; მცენარეები.



პირობითად დაშვებული საგნები:

მედიკამენტები პირადი მომსახურებისათვის, ანტიბიოტიკების ჩათვლით - ადრესატის რეცეპტის არსებობის შემთხვევაში; სანადირო იარაღი - ალბანეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით; მედიკამენტები - სამედიცინო დაწესებულების ცნობის არსებობის შემთხვევაში; ნარკოტიკები - ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; სამეცნიერო ან სამედიცინო თვალსაზრისით გადასაგზავნი რადიოაქტიური ნივთიერებები, შხამები - კომპეტენტურ ხელისუფალთა თანხმობით; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში; ინსტრუმენტები ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით.



შენიშვნა:

1. N 23 საბაჟო დეკლარაციების ბლანკები უნდა შეივსოს ფრანგულ ან ალბანურ ენებზე;
2. ალბანეთის საფოსტო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ისეთ უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა საგნების შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.