დომინიკის რესპუბლიკა

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის საგნები; უცხოური ლატარიის ბილეთები, ყალბი ფული და მათი დასამზადებელი საგნები; აზარტული თამაშების საგნები; მონეტები; საბანკო ბილეთები; ძვირფასი ლითონები და მათგან დამზადებული საგნები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრისა და აბრეშუმის ჭიის გარდა); იარაღი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გამაბრუებელი ნივთიერებები - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ნებართვით; ნარკოტიკები, მცენარეები - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სამდივნოს სპეციალური ნებართვით; იარაღი, ტყვია-წამალი, ნავთობი და გაზი - მთავრობის ნებართვით.


შენიშვნა:
დომინიკის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას ფასგამოუცხადებელ ამანათებზე  შიგთავსის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში  ამანათი მიიღება, მაგრამ გამგზავნი გაფრთხილებულ უნდა იქნას, რომ ამანათის დომინიკის რესპუბლიკის  ტერიტორიაზე დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მატერიალური ანაზღაურება არ მოხდება. გამგზავნის უარის შემთხვევაში გაგზავნოს ამანათი ფასგამოცხადებით, მას რეკომენდაცია უნდა მიეცეს გასაგზავნი საგნები გაგზავნოს მცირე  პაკეტში.