დანია

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები; ფუტკარი; კვერცხი; თეთრი ფოსფორის შემცველი ასანთი; უცხოური ლატარიის ბილეთები ან ტირაჟის ნუსხა, აგრევე წინადადებები ასეთი სახის ბილეთების  ყიდვა-გაყიდვის შესახებ; წვრილად დაჭრილი თამბაქო შეფუთვით პაპიროსის ქაღალდის დამატებით; ყველა სახის ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი თოფის ნაწილების, კონდახიანი მშვილდების, ხანჯლების, ხიშტების,  ზამბარიანი დანების (მათ შორის 12 სმ.-ზე მეტი სიგრძის დანის პირებით), კასტეტების, ხელჯოხების და მათი მსგავსი სამხედრო აღჭურვილობის ჩათვლით; კატალოგები და კალენდრები; თევზის, რძისა და ხორცის პროდუქტები; სანთებელები; სამედიცინო პრეპარატები;  ფიჭა; მცენარეები; ძვლის ფქვილი, მონეტების მსგავსი საგნები; მარკები; ბეჭდები; შტემპელები; პროპაგანდისათვის განკუთვნილი გზავნილები, რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
დანიის ან უცხოური ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და კუპონები), მონეტები და საბანკო ბილეთები - დანიის ეროვნული ბანკისაგან ადრესატისათვის გაცემული ქვეყანაში შეტანის ნებართვით; ოპიუმის, მორფის, კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი გზავნილები - დანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით; მცენარეები და მათი ნაწილები, ბოსტნეული ფესვებითურთ, თუ გზავნილებს თან ახლავს მიწოდების ქვეყნის ფიტოპათოლოგიის მიოწმობა; ასანთი - თუ ის შეფუთულია მყარ ხის ან ლითონის ყუთებში; ალკოჰოლური სასმელები - დანიის საბაჟოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვით; კაკალი - დანიის საკვები პროდუქტების საკონტროლო სამსახურის ნებართვით; ტყავი, სპერმა, კარტოფილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; სამედიცინო პრეპარატები - მხოლოდ ფარმაცევტების მისამართით; ცელულოიდი და  კინოფირები - ხის ყუთებში; ქიმიური პროდუქტები - გარემოს დაცვის ადმინისტრაციის ნებართვით; ლოგინი - სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დეზინფექციის ცნობის თანახმად; ბოლქვები - მიწის ინსპექციის სერტიფიკატის თანახმად; ფილმები - შესაბამისი მყარი შეფუთვით.