გრენადა

შესატანად აკრძალული საგნები:
მონეტები; ლატარიის ბილეთები; ყალბი საფოსტო მარკები; იაპონიაში დამზადებული საპარსი ფუნჯები; ბანანის ხის ნერგები ან ყლორტები; სამხრეთ ან ცენტრალური ამერიკის ან ტრინიდადი და ტობაგოს ბანანის ხის კალმები და ყლორტები; ბანანის ხეები; ხეები და მათი ნაწილები, კაკაოს თესლი, ნაყოფი ან ლებნები; ლერწამი და მისი ნერგები; ციტრუსოვანი ხეები, ხეთა ყლორტები, კვირტები ან ნაწილები; ნებისმიერი წარმომავლობის ქოქოსის ხეები; ხეები, ხეთა ნაწილები, ნებისმიერი წარმომავლობის ლიმნის ხის ნაყოფი; მსხალი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ალუბალი, ყურძენი, გუაიავა, მანგოს ნაყოფი და ყველა სხვა წვნიანი ხილის სახეობანი; ჯუთის ტომრებში მოთავსებული სოფლის მეურნეობის ან სხვა დანარჩენი პროდუქტი, ან მხოლოდ ჟუთის ტომრები, შემოტანილი კუბიდან, ჰაიტიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან; მიწა ან ჰუმუსი, შესაფუთი მასალა ან გასახვევი ქაღალდი; ბამბის შემცველი ლეიბები და ბალიშები; დომინიკის რესპუბლიკიდან შემოსატანი ცხოველთა ჩონჩხი; ოქროსა და ვერცხლის ნაწარმი ინგლისური სინჯის აღნიშვნით; საქონელი, რომელის სინჯზე ვერ იკითხება დამამზადებელი ფაბრიკის ქვეყნის; მცირე ზომის იარაღის ლითონის დატენილი კაფსულები და ვაზნები, საარტილერიო ყუმბარების არაფეთქებადი ელემენტები და ასანთი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებით გადასაგზავნი ნარკოტიკები შესაბამისი დაწესებულების ნებართვით; გამოკვლევებისათვის და ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გასაცვლელი პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები (ნიმუშის სახით); ბამბის თესლი და ბამბის კოლოფები _ გუბერნატორის ან სოფლის მეურნეობის კონტროლის მიერ დამტკიცებული სერტიფიკატის შემთხვევაში; ნახმარი ჩექმები და ფეხსაცმელები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის ნახმარი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები იმ პირობით, რომ მათ გაიარეს აუცილებელი დამუშავება; დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი ფილმები, ცელულოიდი და მათი მსგავსი საგნები.


შენიშვნა:

1. საფოსტო გზავნილები, ამანათების ჩათვლით, რომლებიც შემოსულია შიგთავსის არასწორი მითითებით, ექვემდებარება საბაჟო სამსახურების მიერ კონფისკაციას;
2. დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათების მიღება.