გვატემალა

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი ხასიათის საგნები; ნარკოტიკები; ქლორეთილი საკარნავალო თამაშებისათვის; სარწყულებლები და მათი ნაწილები მინის საცმით; გვარჯილა, 10 კგ.-ზე მეტი; გამოყენებული ცარიელი ტომრები; სატელეგრაფო აპარატები; მონეტები; საბანკო ბილეთები, ფულის ნიშნები, სამოგზაურო ჩეკები; პლატინა, ოქრო, ვერცხლი დამუშავებული ან დაუმუშავებელი, ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაწარმი და სხვა ძვირფასეულობა; ლატარიები; ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველი საკვები პროდუქტები; ცხოველები (ფუტკრის გარდა); იარაღი, საბრძოლო მასალა; ყალბი ფულის დასამზადებელი აპარატები; სასტვენები პოლიციისათვის; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
თესლი, ყავა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; სამეცნიერო და სამედიცინო მიზნით გადასაგზავნი ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები - გვატემალის ოპიუმის გაცვლის ბიუროდან ადრესატებზე გაცემული ნებართვით; ფუტკარი, აბრეშუმის ჭია - ჯანმრთელობის სერტიფიკატის საფუძველზე; საიუველირო ნაწარმი - საბაჟო ორგანოების ნებართვით; ფეთქებადი ნივთიერებები, სამხედრო აღჭურვილობა - სამხედრო სამინისტროს ნებართვით; მედიკამენტები - ფარმაცევტიკისა და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებართვით; ხილი - გამგზავნი ქვეყნის სერტიფიკატისა და ხილის სიჯანსაღის შესახებ ცნობის საფუძველზე.


შენიშვნა: 
გვატემალის საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალურად პასუხს არ აგებს ფასგამოუცხადებელ ამანათებზე მიუხედავად შიგთავსისა. მოცემულ შემთხვევაში ამანათი მიიღება, მაგრამ გამგზავნი გაფრთხილებულ უნდა იქნას, რომ ამანათის გვატემალის ტერიტორიაზე დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მატერიალურად ანაზღაურება არ გაიცემა. თუ გამგზავნი უარს განაცხადებს ამანათის ფასგამოცხადებულ გაგზავნაზე, შეიძლება მას მიეცეს რეკომენდაცია გაგზავნოს გასაგზავნი საგნები მცირე პაკეტებში.