გამბია

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი ხასიათის საგნები; ასანთი; მონეტები; პროპაგანდისტული, ცილისმწამებლური ლიტერატურა; ცხოველები (ფუტკარის, წურბელების, აბრეშუმის ჭიის გარდა); იარაღი; ყალბი საფოსტო მარკები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ბალახეული, კენკრა და ა.შ. - გამბიის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორის მიერ ადრესატზე გაცემული ნებართვით; ნარკოტიკები - სამეცნიერო და სამედიცინო მიზნით; ფუტკარი, წურბელები, აბრეშუმის ჭია - ხელისუფალთა ნებართვით; ფილმები, ცელულოიდი - შესაბამისი შეფუთვით და  აღნიშვნით "ფილმი", "ცელულოიდი".


შენიშვნა:

1. გამბიის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს სახმელეთო საფოსტო სამსახურს. მის ქვეყანაში რაიმე მიზეზით ადრესატებზე ჩაუბერებელი ამანათები გამგზავნებს დაუბრუნდებათ საჰაერო გზით. ამასთან დაკავშირებით გამბიის მისამართით გამავალი საფოსტო ამანათების მიღებისას CP71 თანმხლებ სამისამართო ბლანკზე საჭიროა მიეთითოს "ავია" და გაფრთხილებულ იქნას გამგზავნი ამის თაობაზე;
2. დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათების მიღება.