პორტუგალია

შესატანად აკრძალული საგნები:

მონეტები, საბანკო ბილეთები, ფულის ნიშნები ან რაიმე ფასიანი ქაღალდები; პლატინის, ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები; უხამსი და ამორალური ხასიათის ნივთები წარმომდგენზე; ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებები; მედიკამენტები; კვების მავნე პროდუქტები; საქარინის შემცველი კვების პროდუქტები; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები; ცხოველები და მათი ტყავი, სისხლი, ნაწლავები; გიაცინტი; ლატარიის ბილეთები; საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; დამამზადებელი საწარმოების მარკებისა და ნიშნების მქონე ნაწარმი; პორტუგალიური ლიტერატურის წიგნები; მხატვრული ნაწარმოებების ყალბი ეგზემპლარები; მომწამვლელი ნივთიერებები და აირები; ღვინის დასამზადებელი ესენციები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

მედიკამენტები, ვაქცინები, შრატი და სხვა ანალოგიური ნივთიერებები - შეფუთვაზე და იარლიყებზე პორტუგალიურ ენაზე წარწერებით, გასაყიდი ფასის, დამამზადებლის წარმომდგენის გვარის და სხვა აუცილებელი ინფორმაციით, თუ შემადგენლობა უცნობია, მისი შეტანისთვის აუცილებელია პორტუგალიის შესაბამისი დაწესებულების გენერალური დირექტორის ნებართვა; ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები; თევზი, მარგარინი - სანიტარული სამსახურების შემოწმების შემდეგ; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - შესაბამისი შეფუთვით სანიტარული კონტროლის ჩატარების შემდეგ; პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ ორგანიზაციებს შორის გაცვლის წესით; ეპიზოოტიით დაავადებული რაიონებიდან შემომავალი ხორცის პროდუქტები - საბაჟოს ნებართვით; თესლისანიტარული სამსახურის ნებართვით; რულეტები და კანონით აკრძალული თამაშების მოწყობილობებიაზარტული თამაშების კონცესიონერების მისამართით; მარგარინი - ადგილობრივი წარმოების მარგარინისადმი წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში; ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი ნივთები - მიიღება მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით.