ბულგარეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
დოკუმენტები, ბეჭდვითი გამოცემები, ნეგატივები, ფოტოსურათები, კინოფილმები, ფირფიტები, ხმისჩამწერი მაგნიტოფონის ლენტები, ხელნაწერები ნახატები, ნოტები და სხვა მსგავსი საგნები, რომელთა შინაარსი ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონებსა და ადათ-წესებს და შეუძლიათ ბულგარეთს მიაყენონ პოლიტიკური და ეკონომიური ზარალი; ბულგარეთის საბანკო ბილეთები, სახელმწიფო სახაზინო ბილეთები და მონეტები; ნახმარი თეთრეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბანი და ლოგინი; რადიოაქტიური ნივთიერებები.
 

კერძო პირებს არ შეუძლიათ მიიღონ:
ნარკოტიკების ნებისმიერი სახეობა, ჩიბუხები და სხვა მოსაწევი მოწყობილობები; საფოსტო მარკები (მათ შორის გაუქმებული)  და ფილატელისტური მასალა, რომლითაც ხდება გაცვლა ბულგარელ და უცხოელ ფილატელისტებს შორის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საგნები იგზავნება ფილატელისტური საფოსტო სამსახურით; ვარდის ზეთი; საზღვარგარეთოს ფირმების მიერ გაგზავნილი პირადი მოხმარების საგნები, გარდა მედიკამენტებისა, რომელთა იმპორტი დაშვებულია და განკუთვნილია მკურნალობის კურსისათვის და იგზავნება უფასოდ; გზავნილებები, რომლებიც მიიღება სატრანსპორტო სააგენტოებიდან ან გაგზავნის ან გადაზიდვის განმახორციელებელი სააგენტოებიდან საზღვარგარეთ მყოფ პირთა მინდობილობის საფუძველზე; გზავნილებები, მიღებული ფირმებიდან, რომლებიც ასრულებენ ბულგარეთიდან საზღვარგარეთ დროებით მივლინებულ ან სპეციალისტებად მომუშავე პირთა შეკვეთებს;
საქონლის ნიმუშები, კომერციული ან შემოსავლიანი ხასიათის საგნები; ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა; იარაღის პირები, ქარქაშები; უხამსი და ამორალური ხასიათის საგნები;
ცოცხალი ცხოველები, ფრინველი; საკვები პროდუქტები და პროდუქტები ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში; მუსიკალური ბარათები; ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
დოკუმენტები, ფილმები, ფირფიტები და ა.შ. რომელთა შინაარსი არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონებსა და ადათ-წესებს, შესაძლებელია იმპორტირებულ იყოს კერძო პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის ერთი ეგზემპლარის ოდენობით; მედიკამენტები, რომლებიც მითითებული არ არის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნომეკლატურაში, მიიღებიან ამ სამინისტროს სპეციალური ნებართვით; მცენარეები და მათი ნაწილები, თესლი, ბოლქვიანი მცენარეები და სოფლის მეურნეობის სხვა საგნები, ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტი - საკარანტინო, ფიტოპათოლოგიური და სავეტერინარო დოკუმენტით; ბულგარეთისა და უცხოური ფასიანი ქაღალდები - ფინანსთა სამინისტროს ნებართვით.