ბრუნეი - დარუსალამი

შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები და ანალოგიური დოკუმენტები (მათი აღმოჩენის შემთხვევაში ისინი ექვემდებარებიან განადგურებას ბრუნეი-დარუსალამის საფოსტო სამსახურში); ალკოჰოლი; აალებადი ცელულოიდის ფირის გადაგზავნა იკრძალება წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებში; ცოცხალი ცხოველები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკების გადაგზავნა დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ მიმღებისათვის გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები - თუ ისინი გამიზნული არიან ამ მწერთა კონტროლისათვის და გაცვლა ხდება ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის (ნიმუშების სახით); იარაღი და იარაღის დეტალები - მთავარი პოლიცმეისტერის ნებართვით; ფირი; ცელულოიდი - იგზავნება ამანათებში და უნდა შეიფუთოს უჟანგავი ფოლადის კოლოფებში, რომლებიც უნდა მოთავსდნენ მყარ ხის ყუთებში.
 

შენიშვნა:

1. ამანათებზე შხამების, სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შიგთავსით, საჭიროა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის იმპორტზე ნებართვა. გამგზავნმა ასეთ ამანათებს თან უნდა დაურთოს სერტიფიკატი წარმომავლობის შესახებ;
2. არასწორად შევსებული საბაჟო დეკლარაციებით მიღებული საფოსტო გზავნილებები ექვემდებარება კონფისკაციას საბაჟო ორგანოების მიერ;
3. დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათების მიღება.