ბოლივია

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი; არაყი; სპირტი; ლიქიორი; აბსენტი; ღვინო; უხამსი ხასიათის საგნები; უცნობი
შემადგენლობისა და რეცეპტის ფარმაცევტული და სამკურნალო აპარატები; ცოცხალი ცხოველები; ძვირფასეულობა; ნიკელის, სპილენძისა ან ამ ლითონების შენადნობებისაგან დამზადებული მონეტები, სამოგზაურო ჩეკები, საერთაშორისო საკრედიტო ბარათები, ოქრო, პლატინა და სხვა ფასეულობები  წარმომდგენზე; თამბაქო ფოთლებში ან დამუშავებული; ქაღალდი და მისგან დამზადებული ტევადობები (პაკეტები) პაპიროსებისათვის; ჯიბის ლითონის სანთებელები; ბავშვის სათამაშო საყვირები რეზინის ან მინის საცმებით; რულეტები; საგნები აზარტული თამაშებისათვის; დაფხვნილი ან დანაყული შვრია; ვერმიშელი, საკონდიტრო ნაწარმი, სუპებისა და ბულიონების კონცენტრატები, საფუარი, პუდინგების, ჟელეს და სხვა პროდუქტების მოსამზადებელი ნარევები; სარეცხი საშუალებები (საპონი, ფხვნილი, შამპუნი); ცვილი; ფეხსაცმლის კრემი; სიგარეტი; ლატარიის ბილეთები; ჭურჭელი; ეტიკეტები; ნარკოტიკები; მცენარეები; ფეთქებადსაშიში მასალა; რადიოაქტიური ნივთიერებები; ზღვის პროდუქტების შემცველი საკვები პროდუქტები, გარდა თერმოქიმიური საშუალებებით დამზადებულისა; სითხეები და ნივთიერებები, რომლებიც ადვილად თხევადდება; მინის საგნები ან ანალოგიური მსხვრევადი ან ფუჭებადი საგნები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სპირტი აფთიაქისათვის და სხვა დაწესებულებისათვის - ადრესატისათვის ბოლივიის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით;


შენიშვნა:
ბოლივიის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია:

1. მატერიალურად პასუხისმგებელი არ არის ფასგამოუცხადებელ ამანათებზე მიუხედავად შიგთავსისა. მოცემულ შემთხვევაში ამანათი მიიღება, მაგრამ გამგზავნი მიეცემა გაფრთხილება, რომ ამანათის ბოლივიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ანაზღაურება გამგზავნისათვის არ მოხდება. თუ გამგზავნი უარს იტყვის ამანათის ფასგამოცხადების გარეშე გაგზავნაზე, შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოს მას გასაგზავნი საგნები გაიგზავნოს მცირე პაკეტებში;
2. კრძალავს შეკვეთილ გზავნილების მიღებას წარმომდგენზე მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, საიუველირო ნაწარმის და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით.