ჰონდურასი

შესატანად აკრძალული საგნები:
ნარკოტიკები; იარაღი, საბრძოლო მასალები და სამხედრო დანადგარები; მონეტები, პლატინა, ოქრო და ვერცხლი; დამუშავებული და დაუმუშავებელი სახის ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი ნივტები; ფული საბანკო ბილეთები, ფულის ნიშნები ან თამასუქები წარმომდგენზე.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - ამეცნიერო ან სამედიცინო მიზნით, ჰონდურასის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის ნებართვით; ნახმარი თეთრეული - ხელისუფლების ნებართვითა და დეზინფექციის ჩატარების შესახებ მოწმობით; ფულადი ნიშნები, საბანკო ბილეთები, ქაღალდის ფულის ნიშნები ან თამასუქები წარმომდგენზე - მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით.


საქართველოდან გასაგზავნი აკრძალული საგნები
(მსოფლიო საფოსტო კონვენცია)

1. პლატინა, ოქრო და ვერცხლი, როგორც დაუმუშავებელი ასევე ნაკეთობების სახით;
2. ძვირფასი ქვები, საიველირო ნაწარმო და სხვა ძვირფასი საგნები;
3. მონეტები, ვალუტა, საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები, სამგზავრო ბილეთები და ჩეკები, სხვა ფასიანი ქაღალდები;
4. ნარკოტიკები და ფსიქოტროპიული ნივთეიერებები ჰორმონალური და ჰემოპრეპარატები;
5. ფეთქებადი, აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები, აგრეთვე რადიოაქტიური ნივთიერებები;
6. მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებები, ინფექციური ნივთიერებები  და მშრალი ყინული;
7. უზნეო და ამორალური ხასიათის საგნები  და მასალები;
8. ფუტკრები, წურბელები, აბრეშუმის ჭია, მავნე მწერების პარტაზირტები და გამანადგურებლები;
9. ცოცხალი ცხოველები;
10. საბრძოლო და ცეცხლასასროლი იარაღი ტყვია-წამალი, ვაზნები;
11. ცრემლსადენი ნევროპარალიზების გაზი და  მათი გამოყენების სტანდარტული იარაღი.



საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია:

ა) სისხლითა და მისი კომპონენტებით ვაჭრობა მოგების მიზნით, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს კანონმდებლობის და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით;
ბ) არარეგისტრირებული და ისეთი ახალი საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტი, რომლებიც არ შეესაბამება წინასწარ დასაბუთებული თანხმობისა და ამ ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის თაობაზე შეტყობინებების სქემის მოთხოვნებს;
გ) იმ საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტი, რომლის გამოყენებასაც კრძალავს იმპორტიორი ქვეყანა;
დ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტი, რომლებიც არ არის ჩამოსხმული ბოთლებში;
ე) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასდაქონლო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის ექსპორტი;
ვ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშნულზე უფლების დარღვევით წარმოებული, ან კონტრაფაქციული პროდუქციის ექსპორტი;
ზ) უხარისხო, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის ექსპორტი;
თ) მოძრავი ნივთის ექსპორტი, რომელსაც განსაკუთრებული ან ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება აქვს და მიეკუთვნება საქართველოს ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულად ფასეულ ობიექტს, მიუხედავად მისი შექმნის დროისა;
ი) მოძრავი ნივთის ექსპორტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მიღებამდე (საქართველოს კანონი `კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ~) უკვე შეტანილია დაცვით სახელმწიფო სიაში და რეესტრში, ან რომელსაც ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტრო შეიტანს სპეციალურ სიასა და რეესტრში და რომელსაც იცავს სახელმწიფო;
კ) კულტურული ფასეულობის ექსპორტი, რომელიუც მისი აღმოჩენის ან შეძენის დროიდან მუდმივად ინახება სახელმწიფოს სამუზეუმო ფონდში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, აგრეთვე საკუთრების სხვა ფორმით არსებული ანალოგიური დანიშნულების დაწესებულებაში;
ლ) ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპიული ნივთიერებების შემოტანა და გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართზე.