ჯიბუტი

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის იარაღი; ალკოჰოლური სასმელები; ნარკოტიკები; სასწორები და საწონები; უხამსი და ამორალური ხასიათის ნივთები; ფეთქებადი ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ოპიუმი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები - მხოლოდ სამეცნიერო დანიშნულებით, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ნებართვით; იარაღი და საბრძოლო მასალები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა:
ჯიბუტის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო წერილებს ისეთი საგნების შიგთავსით, რომლებიც ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.