ჩინეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ხორცი, ხორცისა და რძის პროდუქტები, მალფუჭებადი პროდუქტები; ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის ნედლეული; სათამაშო პისტოლეტები, პისტოლეტის ფორმის ელექტროფარნები და ხელჯოხები მახვილწვერიანი გულებით; ჩინეთის ვალუტა, ყალბი ფული და ფულის დასამზადებელი მატრიცები; მარილი; აზარტული თამაშების მოწყობილობები; ფოტოფირფიტები; ლატარიის ბილეთები; ბეწვეული და ტყავი; ნახმარი საწოლის თეთრეული და ტანსაცმელი; შეუფუთავი და არამარკირებული მედიკამენტები; საათები; რადიომიმღებები; ტელევიზორები და მაგნიტოფონები; ვენტილიატორები; ველოსიპედები; საკერავი მანქანები; იარაღი; საბრძოლო მასალები; საწამლავები; ნარკოტიკები; ძვლები; ბიოლოგიური ნივთიერებები; ნიადაგი; ფილმები; ფეთქებადი ნივთიერებები; რადიომაუწყებლობის და რადიოგადამცემების მოწყობილობები, მიმღებ-გადამცემები, პლეერები და მათი ძირითადი ნაწილები; გადამცემი მილაკები, ანტენები და სხვა; ნარკოტიკების შემცველი წამლები; გაფუჭებული პროდუქტები (დასვრილი, სახეშეცვლილი ან მავნებლებით დაჭმული) ან ის პროდუქტები, რომლებიც იგზავნება დაავადებული რაიონებიდან, ინფექციის (ხოლერა, კეთრი და სხვა) სავარაუდო კერებიდან;  ცხოველთა დაუმუშავებელი ტყავი და ძვლები; მოტოციკლები; ხელნაწერები,  ბეჭდვითი გამოცემები, ნეგატივები, ფოტოები, პატეფონის ფირფიტები, კინოფილმები, მაგნიტური ფირები, ვიდეოფირები და ა.შ., რომლებსაც შეუძლიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან მორალური ზიანის მიყენება; უხამსი და ამორალური ხასიათის საგნები; არაგამჭვირვალე ჰერმეტულ ტარაში მოთავსებული ნივთები; დატუმბული გაზის სანთებელები და მათი ბლოკები. ნებადართულია მხოლოდ დაუტუმბავი სანთებელების გაგზავნა.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ადამიანის ნეშტის ფერფლი - გამგზავნი ქვეყნის ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - გამგზავნი ქვეყნის სანიტარული ნებართვით; ცოცხალი პარაზიტები და მწერები, რომლებიც განკუთვნილია მედიკამენტების დასამზადებლად ან მავნე მწერების გასანადგურებლად - მხოლოდ ნიმუშების სახით, სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი და ფარმაკოლოგიური ორგანიზაციებისათვის; ფიტოპათოლოგიური ნიმუშები, გამოგზავნილი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ - ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ცხოველური პროდუქტები და ვირუსები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა სამკურნალოდ, ბიოლოგიური პროდუქტები (ვაქცინები, შრატები, სტანდარტული ანტიგენები), ცხოველების პათოლოგიური და პათოგენური ეგზემპლარები, პარაზიტების და ცხოველური თესლის სითხის ნიმუშები - ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით და გამგზავნი ქვეყნის საკარანტინო სამსახურის სანიტარული მოწმობით; მცენარეები და მათი ნაწილები _ გამგზავნი ქვეყნის ფიტოსანიტარული სერტიფიკატით, თუ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული იქნება ამ მცენარეთა დასახელება და სახეობა.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
მინი ელექტრო-გამომთვლელი-მანქანები -1 ცალი წელიწადში - ადრესატის მიერ საბაჟოსთვის წინასწარ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე; მაგნიტური ფირები - 5 კასეტა წელიწადში; ბამბის ან სინთეტიკური ქსოვილი - 10 მეტრი წელიწადში; მედიკამენტები ან მათი ნედლეული - 40 იუანის ღირებულების წელიწადში; საფოსტო მარკები -100 ვინიეტი წელიწადში.

ერთი საფოსტო გზავნილების შიგთავსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 იუანს. წლის განმავლობაში თითოეულ ოჯახს - ადრესატს შეუძლია მიიღოს 800 იუანის ღირებულების ნივთები საფოსტო გზავნილებით.


შენიშვნა:

1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს შეკვეთილ გზავნილების მიღებას "წარმომდგენზე" მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე უბრალო და შეკვეთილი გზავნილების მიღებას ფულის, სამგზავრო ჩეკების, ოქროს, ვერცხლის ზოდების ან ამ ლითონების ნაკეთობების, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაწარმის და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით;
2. ჩინეთზე დამისამართებული გზავნილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს.



მაკაო

(ჩინეთის ტერიტორია)

შესატანად აკრძალული საგნები:
უზნეო ხასიათის საგნები; ფეთქებადი, აალებადი ან საშიში ნივთიერებები; იარაღი, ასანთი ცოცხალი და მკვდარი ცხოველები, მცენარეები, თესლი ან მცენარეების სხვა ნაწილები; საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები გაგზავნილი სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისათვის - ჯანმრთელობის დაცვის დირექციის ნებართვით; ფუტკარი, წურბელები და აბრეშუმის ჭიები - შესაბამისი შეფუთვით; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები - მხოლოდ საერთაშორისო ოფიციალურად აღიარებულ ორგანიზაციებს შორის გაცვლისათვის; ფირების და ცელულოიდის შეტანის პირობები ჯერ არ არის დაწესებული.



ჰონკონგი
(ჩინეთის ტერიტორია)

შესატანად აკრძალული საგნები:
რადიოაქტიური ნივთიერებები; ასანთი; ლატარიის ბილეთები; ცელულოიდი; საღებავები; ლაქები; უხამსი შინაარსის ნივთები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები: ნარკოტიკები - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით, ჰონკონგის კომნპეტენტური ორგანოების ნებართვით.